სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ ტექნოლოგიების სწავლებისა და ცოდნის აუცილებლობა დაგვანახა“- მადონა ივანიძე, ტოლოშის საჯარო სკოლის დირექტორი
09-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ივანიძე პასუხობს. 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . . 
- რომ მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სიტუაციური მდგომარეობისთვის; რომ შეძლებისდაგვარად უნდა შეგვეძლოს ბრძოლა უხილავი იარაღის წინააღმდეგ; 

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .
-სიახლეებთან გამკლავება რთულ სიტუაციებში. დაგვანახა ტექნოლოგიების სწავლების და ცოდნის აუცილებლობა. დაგვანახა და გაგვაერთიანა ერთი მიზნის მისაღწევად: ვისწავლოთ და ვასწავლოთ ვირტუალურ სივრცეში.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 
- საშიშ ვირუსთან ბრძოლის და მასზე გამარჯვების წელი. მუდამ მზადყოფნა და მობილიზება როგორც საკუთარი, ასევე სხვების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ფსიქოლოგიური გამოცდის წელი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .
- მათი თანადგომა, გააზრება და გაზიარება ყველა საკითხთან მიმარეთებაში. მოწადინება და წინსვლა საკუთარი უნარების ამაღლებისთვის, რათა მერე თავად გადასცენ ბავშვებს ახალი სწავლების მეთოდები. მათი მოლოდინი და სიხარული მოსწავლისგან მიღებული შედეგის გამო.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 
- მათი ზერელე დამოკიდებულება სწავლისადმი. გაუცნობიერებლად დაკარგული საუკეთესო ოქროს წლები. წლები, რომლებიც ძალიან პროდუქტიულია მათთვის.   

- მშობლებს ვურჩევდი. . . 
- მეტი თანადგომა და ყურადღება შვილებს. მეტი ჩართულობა შვილების აღზრდის და სწავლა-განათლების პროცესში, რათა სამომავლოდ არ მივიღოთ სავალალო შედეგი განათლების კუთხით. და არა მარტო...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .
დასახული მიზნის მიღწევაზე, დაგეგმილ ნაბიჯებზე და მათი განხორციელების გზებზე მწვერვალზე მისაღწევად. ვფიქრობ, ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელზე, მოსწავლეზე, მათ წარმატებებზე და წინსვლაზე. ვფიქრობ საკუთარ თავზე, განვითარებაზე პროფესიული კუთხით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება