TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტრენინგში - „რა არის მოხალისეობა?“ მონაწილეობდნენ
09-03-2021
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის 1-ლი-მე-6 კლასების მოსწავლეებს, ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021-ის“ ფარგლებში, ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „ფესვების“ წევრმა, ლიზი ღვედაშვილმა ტრენინგი, თემაზე „რა არის მოხალისეობა?“ ჩაუტარა.

„ტრენინგის მიზანი იყო ბავშვების ცნობიერების ამაღლება. ტრენინგზე განიხილებოდა მოხალისეობის ტიპები, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, SWOT ანალიზი და სხვა მრავალი.

პროექტის დაწყების დღიდან, მოსწავლეთა ჯგუფმა ჩვენ მიერ განხორციელებულ აქტივობებში მიიღო მოხალისეობრივი მონაწილეობა (დასუფთავების აქცია, ჩიტების სახლების გაკეთება, უსახლკარო ძაღლების დაპურება და სხვა მრავალი).  

ტრენინგიდან გამომდინარე, უფრო მეტი ინფორმაცია გაიგეს, რომ მოხალისეობა არის შესაძლებლობა, რომ ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, სხვების დასახმარებლად გამოიყენო შენი დრო და უნარ-ჩვევები.

გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის შენი დროის მცირედი ნაწილის დათმობასაც კი, შეუძლია მათი ცხოვრების გაუმჯობესება და ამავდროულად, განავითარებ შენს უნარ-ჩვევებს, მიიღებ გამოცდილებას და ცოდნას.

ყველას გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები და ტალანტი, მათი გამოყენება მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც შენს დახმარებას ელოდება.

ეს ტალანტი ბავშვების უმეტესმა ნაწილმა  მოხალისეობით თავის თავში იპოვა და ვიმედოვნებთ, კიდევ უფრო მეტი ბავშვი გახდება მოხალისე.

საბოლოოდ, ტრენინგის მიზანი გამართლდა და ბავშვებმა აიმაღლეს ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით.

საბედნიეროდ, ნაყოფიერი და პროდუქტიული აღმოჩნდა ყველასთვის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა პროგამა MICROSOFT TEAMS-ის საშუალებით“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება