სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ, რთულ სიტუაციაში ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები შეგვძინა“-ნიგაზეულის საჯარო სკოლის დირექტორი შაქრო ხიმშიაშვილი
09-03-2021
-
+



რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლის დირექტორის, შაქრო ხიმშიაშვილის ​ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- თუ რა მგრძნობიარე და პატარაა მსოფლიო. პანდემიას არა აქვს საზღვრები. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე; ერთად გადავარჩინოთ სამყარო ყოველგვარი განსაცდელისაგან, თორემ ჩვენთანაც მოვა, ვერ დაემალები და მერე გვიანი იქნება „თითზე კბენანი“...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რთულ სიტუაციაში ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღებისა და გაბედული მოქმედების უნარ-ჩვევები; შემოქმედებითი აზროვნება; სასწავლო პროცესის ტექნოლოგიების გამოყენებით წარმართვა; ვირტუალური სამყაროს თავისებურებები... და რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი შესაძლებლობების გამოცდა, რომელსაც ყველაზე დიდი შემფასებელი ჰყავდა - მოსწავლე.  

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც „ბნელი წელი“, რომელმაც მთელ მსოფლიოს შავი სუდარა გადააფარა; მოშალა ეკონომიკა; შეაჩერა კულტურული ურთიერთობები; სახლში გამოკეტილ ადამიანებს დაავიწყა ერთმანეთის სითბო და სიყვარული, ბავშვებს - სკოლა, საკლასო გარემო და ბავშვობა... უხილავი ვირუსის შიშით, ძრწოლის წელი -2020. თუმცა, პანდემიამ შეძლო მსოფლიოს გაერთიანება პრობლემის დასაძლევად. დაგვანახა ყველას, რომ უხილავი პატარა ვირუსის წინაშე თვით ბირთვული სახელმწიფოებიც როგორი უსუსურნი და უძლურნი არიან...

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- გაზიარებული თანამშრომლობა, ღიაობა, ბავშვისადმი მზრუნველობა და სიყვარული, საქმისადმი პუნქტუალური დამოკიდებულება და პრაგმატული მიდგომა, სიახლეების მიმღეობა, რთულ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავლის მოძიება...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რომ ნორმალურად განვითარებული ბავშვი არ არის ცნობისმოყვარე, ემოციური, ეშმაკი, არ უყვარს აქტივობებში ჩართვა; თავისუფალ დროს, სპორტული თამაშებისა თუ სხვა ფიზიკური აქტივობების ნაცვლად მხოლოდ ინტერნეტ-თამაშებით არის დაკავებული (ტექნოლოგიების ფლობა აუცილებელია, მაგრამ ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან თუ ტელეფონთან, რაც საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის).

- მშობლებს ვურჩევდი...

- ახლო კონტაქტი იქონიონ სკოლასთან; მეტი ყურადღება დაუთმონ შვილებს; მეტი დრო გაატარონ და იმეგობრონ მათთან, რომ შვილს შეეძლოს თავისუფლად გაუზიაროს თავისი გულისნადები თუ პრობლემები მშობლებს; ხედავდეს, რომ მის აზრს ოჯახში პატივს სცემენ; რომ ის ამ სოციუმის ღირსეული წევრია, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს შვილის ნორმალური აღზრდისა და საზოგადოებაში დამკვიდრებისთვის.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ხომ არ დამრჩა რამე წაუკითხავი ჩემი აღსაზრდელების თვალებში? შევძელი თუ ვერა მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება? რამდენად კონკურენტუნარიანია ჩვენი სკოლა საგანმანათლებლო ბაზარზე? რამდენად არის მზად სასკოლო თემი, პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას? და მაინც, ვფიქრობ, უდიდესი შინაგანი განცდაა, ვიყო წამყვანი მასწავლებელი და მდიდარი ტრადიციების მქონე სკოლის, წარმატებული პედაგოგიური კოლექტივის ხელმძღვანელი. მჯერა, ყველა განსაცდელი გაივლის, ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება; ბავშვებს ლაღი, უდარდელი და თავისუფალი ბავშვობა ექნებათ, მასწავლებლებს კი, პროფესიული საქმიანობის განხორციელების საუკეთესო პირობები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება