სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ცოდნა გადამდებია​“ - ცინარეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ბახტაძე
09-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის დირექტორის, ნათელა ბახტაძის ​ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ ურთიერთდამოკიდებულება და პატივისცემა, განათლება, შრომისმოყვარეობა, ტოლერანტობა, საქმისადმი ერთგულება და თავდადება ცხოვრებისთვის აუცილებელია.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ ადამიანი შეუძლებელს შეძლებს; რომ ცოდნა გადამდებია(ვგულისხმობ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას), რომ ძალა ერთობაშია.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- გლობალურ პრობლემებზე გამარჯვების წლად. დისტანციური სწავლება, ტელე-სკოლის გაკვეთილები - ეს იყო სისტემის უდიდესი წარმატება.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რომ უყვარს მოსწავლეები და სწავლის შედეგზეა ორიენტირებული; მოსწავლეების ღირსეულ მამულიშვილებად აღზრდას აწარმოებს; უქმნის სწავლის მოტივაციას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ის, რომ მათ იციან უფრო კარგად უფლებები და ნაკლებად მოვალეობები.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი დრო დაუთმონ შვილების აღზრდა-განათლების საკითხს; უფრო მეტად თანამშრომლობდნენ სკოლასთან, რომელიც მაქსიმალურად ზრუნავს ღირსეული თაობის აღზრდისთვის.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- სამშობლოზე, როდის შეძლებს ერი გამთლიანებას, გაძლიერებას, როდის შეწყდება შური და გაუტანლობა...

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება