სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დისტანციური სწავლება ახალი თაობის მომავალია“ - ნანა ალექსანდრია, ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ დირექტორი
09-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ დირექტორის, ნანა ალექსანდრიას​ ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:  

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- როგორ შეიძლება ცხოვრება წარმოუდგენლად შეიცვალოს და დაიჩოქოს მსოფლიო უხილავი არსების წინაშე. ცოტა ხნის წინ სპეციალისტები ბჭობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეეცვალა ციფრულ ტექნოლოგიებს თანამედროვე განათლების სისტემა და რა გავლენას მოახდენდა ის ტრადიციულ სწავლებაზე. სწორედ კოვიდ-პანდემიამ გადადგა პირველი ნაბიჯი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. მან შეუწყო ხელი დისტანციური მუშაობის განვითარებას. მედიკოსები ამბობენ: „კოვიდი ბევრ რამეს ტოვებსო“. ჩვენ კი, ზუსტად ვიცით რა დაგვიტოვა - ონლაინ განათლება. 

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ ის არის ტრადიციული განათლების სწორად ორგანიზებული ალტერნატივა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- წელი, რომელმაც იმსხვერპლა რამდენიმე მილიონი ადამიანის სიცოცხლე. შეიძლება ძალიან ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ მე ვიტყოდი, 2020 წელი უფრო მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ჰგავს, მაგრამ ვიცით, რომ ისიც დასრულდება. 

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მათი კმაყოფილი სახეების ხილვა ყოველი ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ. 

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რომ ისინი პანდემიის პირობებში დაწესებულ რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებისთვის, როგორც წესი, რთულია ყოველივე ახლის და შეუცნობადის აღქმა. ამიტომ, ყველაზე მთავარი რჩევა მშობლებისთვის იქნებოდა ის, რომ გამოიჩინონ ინტერესი ონლაინ სწავლების ფორმატისადმი. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურ სწავლებას აქვს ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე, მე ვფიქრობ, რომ ეს ახალი თაობის მომავალია.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- გამონათქვამზე „რა საჭიროა ცოდნა, თუ შეგიძლია  „დაგუგლო“?! მგონი, უფრო სწორი იქნებოდა - „მთავარი არის ის, რომ შეგეძლოს დაგუგლო“!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება