სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, უფრო მეტად ჩაერთონ შვილების სასკოლო ცხოვრებაში“ - კლდის საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან დევნოსაძე
09-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის დირექტორის, ნესტან დევნოსაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე მეტად მნიშვნელოვანია; გვასწავლა სირთულეებთან გამკლავება და გაგვხადა უფრო ბრძოლისუნარიანი.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- პირველ რიგში, ტექნოლოგიებთან გამკლავება, მშობლებთან უფრო მეტად დაგვაახლოვა და დაინახა თითოეულმა მშობელმა თავიანთი შვილების ინდივიდუალური შესაძლებლობები და მასწავლებლების შესაძლებლობები უფრო მეტად გამოიკვეთა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ურთულეს, პრობლემებით დატვირთულს, მაგრამ ამავდროულად, საინტერესოსა და დაძლევადს თავისი გამოწვევებით.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მათი პროფესიული წარმატება, კოლეგებთან მეგობრული და თანამშრომლობითი დამოკიდებულება. მოსწავლეებთან მიღწეული წარმატების აღიარება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს... 

- როგორ სწრაფად აუღეს ალღო ახალ სასწავლო პორტალზე მუშაობას; რომ ზოგიერთი მოსწავლე არ იყენებს თავის შესაძლებლობებს მიზნის მისაღწევად. 

- მშობლებს ვურჩევდი...

- უფრო მეტად ჩაერთონ შვილების სასკოლო ცხოვრებაში და იზრუნონ მათ განვითარებაზე. შეძლებისდაგვარად გააკონტროლონ მათი თავისუფალი დრო, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ჩემ კოლეგებს, მოსწავლეებს, მშობლებს შევუქმნა უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემო, რომელიც უფრო საინტერესოსა და სახალისოს გახდის მათ სასკოლო ცხოვრებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება