| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დეკანოიძე სკოლის პედაგოგებს და მშობლებს ქალთა დღეს ულოცავს. დირექტორმა ქალბატონებს თბილი სიტყვები მიუძღვნა.
„ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, საყვარელო მშობლებო, გილოცავთ გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულებს - დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს. მინდა, ყოველი დღე „დღე სასწაული“ იყოს თქვენთვის. მინდა, ყოველი დღე ღიმილით დაიწყოთ, მინდა, გჯეროდეთ, რომ თქვენ სამყაროს ღერძი ხართ... გისურვებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოსულიყოს ყოველივე, რასთანაც ასოცირდება ეს დღესასწაული — გაზაფხული, მზე, სილამაზე, სითბო და სიყვარული. არ მოგკლებოდეთ მზრუნველობა, ყურადღება და სიხალისე. გაიხარეთ თქვენს ახლობლებთან ერთად და ბედნიერების ღიმილი გიმშვენებდეთ სახეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს და წარმატებებს პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობაში. მუდამ შემართებით, სითბოთი და სიყვარულით გეკეთებინოთ ის დიდი და კეთილი საქმე, რომელსაც მომავალი თაობების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება ჰქვია“, - წერს დირექტორი მაკა დეკანოიძე.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა