სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებისგან მახარებს, რომ არ უშინდებიან სიძნელეებს“ - ნიგოზეთის საჯარო სკოლის დირექტორი მერი პაპიძე
05-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge  ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნიგოზეთის საჯარო სკოლის დირექტორის, მერი პაპიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . . 

- რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია, მონდომება და ენთუზიაზმი. ბავშვების სიყვარული, პატივისცემა, ურთიერთდახმარება.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 

- სირთულეების დროს სიტუაციაზე სწრაფად მორგება. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნა. ერთმანეთის მოფრთხილება.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 

- რთული, მაგრამ ნაყოფიერი წელი. თითქმის, შეუძლებელი შევძელით სასწავლო პროცესში. დაგვეხმარა TV სკოლა. ემოციურადაც ძალიან დატვირთული წელი იყო, მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .
 
- სირთულეების დაძლევა ღირსეულად, რომ არ უშინდებიან სიძნელეებს. ენთუზიაზმით ხვდებიან ყოველგვარ სირთულეებსა და ერთმანეთს გვერდში უდგანან ყოველმხრივ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 

- პრეზენტაციის გამოხატვის უნარის მეტად წარმოჩენა. ტექნოლოგიებისა და სიახლეების მარტივი ათვისების უნარი.

- მშობლებს ვურჩევდი. . . 

- უფრო მეტად ითანამშრომლონ პედაგოგებთან და იმეგობრონ შვილებთან. შეუქმნან მათ სწავლისათვის ყოველგვარი პირობა.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 

- მიგრაციაზე, რაც იწვევს სოფლის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება