სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებისგან მახარებს ერთმანეთის თანადგომა“- მეჩხეთურის საჯარო სკოლის დირექტორი კლიმენტი ტაბატაძე 
04-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის დირექტორის, კლიმენტი ტაბატაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

-კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ. 

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ადამიანმა უნდა შეძლოს სიძნელების დაძლევა. 

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- მიუხედავად იმისა, რომ პანდემია იყო და ქვეყანაში შიში იყო გამეფებული, მაინც დადებითად შევაფასებ, რადგან ჩვენს სოფელში აშენდა ახალი სკოლა, რომელმაც ახალი სიცოცხლე შესძინა სოფელს.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ერთმანეთის თანადგომა; საქმის სიყვარული.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ის, რომ ბავშვობის წლებს ვერ აფასებენ. ჩაფლულები არიან ტელეფონებში და ერთმანეთს ჯეროვან ყურადღებას არ აქცევენ.

- მშობლებს ვურჩევდი...

- უფრო მეტად მიაქციონ შვილებს ყურადღება და ხელი შეუწყონ შვილების ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებას.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რომ იცლება სოფელი და სოფლის სკოლებში არის მოსწავლეების სიმცირე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება