სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„საფუძვლიანი ცოდნის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნიშანი სწავლების უნარია“ - არისტოტელე
16-11-2017
-
+


არისტოტელე ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი, მეცნიერ-ენციკლოპედისტი.

გთავაზობთ მის ყველაზე ცნობილ ფრაზებს:
 
„ძალზე ხშირად კარგ რამეებს საზიანო შედეგები მოაქვს. არის მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ გაანადგურა ფულმა ესა თუ ის ადამიანი, ანდა როგორ იმსხვერპლა ისინი გაბედულებამ.“
 
„ანტიკური კანონები კვლავ დიდი ხნის განმავლობაში იქნება მოქმედებაში, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს აქვს მათი შეცვლის შესაძლებლობა.“
 
„ჯიუტი ადამიანები შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად: თავდაჯერებულებად, უვიცებად და უზრდელებად.“

„ზოგადად, ადამიანები აიძულებენ იმას, ვისაც ეპირფერებიან.“

„არის ისეთი სამსახურები, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ უმწიკვლონი იყვნენ.“

„გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია, მაგრამ გაბრაზება მასზე, ვისზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით, რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია.“
 
„ყველას მეგობარი, არავის მეგობარი არაა.“
 
„ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივი სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად.“

„ქორწინებისათვის შესაფერისი ასაკი არის დაახლოებით 18 წელი გოგონებისათვის და 37 წელი მამაკაცებისთვის.“
 
„პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი.“
 
„ადამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური ცხოველია.“

„ყოველი შემეცნება გავკვირვებით იწყება.“
 
„ღმერთებსაც უყვართ ხუმრობა.“

„იმისთვის კი არ ვმსჯელობთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისათვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.“
  
„სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას.“
  
„ყველაზე დიდი რამ, რაც მცირეშია მოთავსებული — საღი გონებაა ადამიანის სხეულში.“
 
„გაიძვერას სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.“
 
„ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა, ხოლო მეგობარი — ჩვენი სულისა.“

„სირცხვილი — ერთგვარი შიშია უპატიოსნობისა.“

„კარგი დასაწყისი — ნახევარია საქმისა.“
  
„ვაჟკაცი ისაა, ვინც უშიშრად ეგებება ამაღლებულ სიკვდილს.“

„სათანადო მორალური საფუძვლების გარეშე, ადამიანი ხდება ყოვლად უკაცური და მხეცური, მდაბალი, თავისი სქესობრივი და გემოვნების ინსტინქტების ამყოლი.“
 
„ის, ვინც დაძლევს შიშებს, ჭეშმარიტად თავისუფალი იქნება.“

„განათლება სიბერის საუკეთესო უზრუნველყოფაა.“

„ახალგაზრდობის მოტყუება ძალიან ადვილად შეიძლება, რადგან ის მალე იჯერებს.“

„კანონი მიზეზია ვნებებისაგან გასათავისუფლებლად.“
  
„ბუნება არაფერს არ სჩადის ტყუილ-უბრალოდ.“

„სამსახურში სიამოვნების განცდა სამუშაოს შესრულების ხარისხს აუმჯობესებს.“

„არავის უყვარს ის კაცი, ვისიც ეშინიათ.“

„იმედი მღვიძარე კაცის ოცნებაა.“
  
„ეშმაკი კაცთა მოდგმას ერთად უყრის თავს.“

„ჩაწვდომა ტანჯვას წარმოშობს.“
 
„უთანასწორობის ყველაზე უარესი ფორმაა, ეცადო არათანასწორი რაღაცები თანასწორად გარდაქმნა.“

„მატყუარებს, როცა ისინი საუბრობენ, სიმართლის არ სჯერათ.“

„სიკვდილი საშინლად დიდი თავგადასავალი იქნება.“

„შიში ეშმაკის მოუთმენელი მოლოდინისაგან წარმოშობილი ტკივილის გრძნობაა.“

„შრომის დასასრული განცხრომის მიღწევაშია.“

„ცვლილება, ნებისმიერ რამეში, დიდი სიამოვნებაა.“

„მეგობრებს შორის მართლმსაჯულების საჭიროება არ არსებობს.“

„ამქვეყნად გამბედაობის გარეშე ვერაფრის გაკეთებას შეძლებ. ღირსების შემდეგ გამბედაობა გონების ყველაზე დიდი თვისებაა.“

„გონების განათლება გულის განათლების გარეშე საერთოდ არ არის განათლება.“
 
„უდიდესი ღირსებითა და სათნოებით ისინი არიან შემოსილნი, ვინც ყველაზე მეტად სასარგებლონი არიან სხვებისათვის.“
 
„განათლებული ადამიანი გაუნათლებელისაგან იმდენად განსხვავდება, რამდენადაც ცოცხალი კაცი გარდაცვლილისაგან.“

„საფუძვლიანი ცოდნის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნიშანი სწავლების უნარია.“

„ჩემი საუკეთესო მეგობარი ისაა, ვინც საუკეთესო სურვილებს მისურვებს.“

„განათლება კეთილდღეობისას ჩუქურთმაა და გაჭირვებისას თავშესაფარი.“
 
„ისინი, ვინც იციან, მოქმედებენ, ისინი კი, ვისაც ესმით, ასწავლიან.“

„ყველა ანაზღაურებადი სამსახური შთანთქავს და აქვეითებს გონებას.“

„ბუნებით ყველა კაცს ცოდნა სწადია.“

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება