სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პანდემიამ დამანახა, რომ სამსახურში ყოფნა, დაუღალავი შრომა, ალბათ, ვერასოდეს დამღლის“-მზევინარ ტაბატაძე, წირქვალის საჯარო სკოლის დირექტორი
04-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge  ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლის დირექტორის, მზევინარ ტაბატაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- კოვიდ-პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად  დამანახა, რომ იმაზე მეტად მყვარებია ჩემი პროფესია, ჩემი  მოსწავლეები და კოლეგები, ვიდრე წარმომედგინა. მათაც იმაზე მეტად ვყვარებივარ, ვიდრე მეგონა.  სამსახურში  ყოფნა, დაუღალავი შრომა, ალბათ, ვერასოდეს ვერ დამღლის.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- შეგვაძლებინა სწავლა-სწავლება ექსტრემალურ სიტუაციებში. მოვახდინეთ სწრაფად ადაპტირება არსებულ სიტუაციებთან და სკოლა კომფორტულად გადავიდა ციფრული სწავლების რელსებზე. გვასწავლა ერთმანეთის დაფასება, დაგვაახლოვა ტექნოლოგიებს  და საერთოდ, სამყარო სხვა თვალით დაგვანახა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 ურთულესი გამოწვევების წელი  იყო. მიუხედავად ამდენი პრობლემისა, სირთულისა, სიახლისა, ჩვენ, ყველამ ერთად, შევძელით განათლება მიგვეღო ონლაინ სივრცეში..

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მათი სწორი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება საქმის მიმართ; მზაობა სიახლეებისადმი; მაღალი პროფესიონალიზმი, კოლეგიალობა, გამოცდილების გაზიარება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- დაბალი  მოტივაცია.

- მშობლებს ვურჩევდი...

- რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ შვილებს; შეძლებისდაგვარად დაეხმარონ და იმეგობრონ მათთან; აგრძნობინონ მხარდაჭერა; მოუსმინონ და გაიზიარონ მათი ემოციები.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ერთიან, ძლიერ, განვითარებულ საქართველოზე; ჩემს მოსწავლეებსა და მათ მომავალზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება