სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მიხარია, როდესაც მასწავლებლები იბრძვიან განვითარებისთვის“ - ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბიწაძე
03-03-2021
-
+



რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან? - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბიწაძე პასუხობს:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...


- ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ადამიანებს კი უბრალოდ მოთმინება და გაძლიერება გვმართებს. სამყარო გვთავაზობს გამოწვევებს და ამავე დროს, განვითარებისკენ გვიბიძგებს. უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, დავძლიოთ გამოწვევები, გავუმკლავდეთ  სტრესს, რათა გაგვივითარდეს თვითრწმენა და რთულ სიტუაციებთან გასამკლავებლად საჭირო უნარები.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებისას ბავშვი მოკლებულია რეალურ, ცოცხალ ურთიერთობებს თანატოლებთან, უფროსებთან. მისი სოციალური განვითარება სერიოზულად ზარალდება. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ ბავშვთან ყოველდღიურად ვამყარებდეთ უშუალო ურთიერთობას, ვიჩენდეთ მათ მიმართ ყურადღებას, ვაგრძნობინებდეთ დაინტერესებას, ვუსმენდეთ, წავახალისებდეთ, ვეკითხებოდეთ, ვაქებდეთ...ბავშვს უნდა ვაკვირდებოდეთ სასკოლო  გარემოში, რათა მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენა შეგვექმნას მის შესაძლებლობებსა და ინტერესებზე.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- რთული წელი იყო, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლეთ. მთავარი კი მაინც ისაა, რომ ერთხელ კიდევ დაგვარწმუნა, რომ ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და ყველა გამოწვევის წინააღმდეგ  ერთარდერთი მძლავრი იარაღი   არსებობს - სიყვარული და მისი კანონებით ცხოვრება.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- როდესაც ესმით კოლექტივის წინაშე პასუხისმგებლობა, თავიანთი ძალების შესატყვისად იბრძვიან განვითარებისათვის. როდესაც მათი სიტყვა და საქმე სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .   
 
- თავიანთ ძალაში დარწმუნება და საზოგადოებრივი აქტიურობისაკენ სწრაფვა.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- რამდენად მნიშვნელოვანია სახლის პირობებში ბავშვებთან ერთად საქმიანობების დაგეგმვა, ასწავლონ სხვადასხვა ტიპის თამაშები, შესთავაზონ აქტივობების იდეები,  მინიმუმამდე დაიყვანონ ბავშვისთვის ეკრანთან გატარებული დრო. ტელევიზორი და კომპიუტერი ბავშვთან ერთად ხატვის, კითხვის, წიგნების თვალიერების, ცხობის ალტერნატივა არ უნდა იყოს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .  

- სოფლის წარსულზე, ჩამკვდარ აწმყოზე და სოფლის მომავალი რთულად  წარმომიდგენია. სოფლიდან ახალგაზრდობის დენა დღითიდღე იმატებს.  კლასში თითოოროლა მოსწავლე  უზის მერხს. გავყურებ სამოთხის მსგავს ლამაზ სოფელს და გული საშინლად მეკუმშება.... ზამთარში სულ მიყუჩდება ხოლმე სოფელი. თითოოროლა  სახლიდან  თუ ამოდის კვამლი. საშინელი დასანახია ეკალ-ბარდებით დაფარული ეზოები. გადაქცეული ღობეები და მიტოვებული სახნავ-სათიბი. ვფიქრობ, როგორ შეიძლება სოფელში სიცოცხლით სავსე ცხოვრების დაბრუნება....

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება