სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეებისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია“ - ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან დობორჯგინიძე
02-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორის, ამირან დობორჯგინიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- პანდემიამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია თითქმის ყველა სფეროზე (განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულებებზე). რაც მთავარია, იმოქმედა ადამიანთა ცნობიერებასა და განცდებზე. ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ამ კითხვაზე საკმაოდ რთულია - ბევრი რამ დაგვანახა! პირველ რიგში, უნდა გამოვყო - პირისპირი ურთიერთობების ძალა და საჭიროება. პანდემიამდეც  ხშირად აღვნიშნავდით, რომ ადამიანური ურთიერთობები და დამოკიდებულებები, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, თითქმის ბოლომდე ჩაანაცვლა ვირტუალურმა სივრცემ. ახლა კი, ეს საკითხი მეტისმეტი სიმძაფრით იგრძნობოდა. დაგვანახა, რომ ადამიანებთან ფიზიკური ურთიერთობა უაღრესად საჭიროა ჩვენი განწყობისთვის. ჩემთვის, როგორც დირექტორისა და მასწავლებლისთვის, გულისამაჩუყებელი იყო ვირტუალური სკოლის კედლები. მოკლედ, რომ გითხრათ, პანდემიამ მე და მასწავლებელთა უმეტესობას დაგვანახა, რომ: „ადამიანური ურთიერთობები ყველაზე დიდი ფუფუნებაა.“

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინ სწავლება სასკოლო სივრცისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო და არის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ონლაინ სწავლებისგან მივიღეთ, ესაა ტექნოლოგიებში კიდევ უფრო გარკვევა და ამ მიმართულებით სკოლის, მოსწავლეებისა და აკადემიური პერსონალის განვითარება. ონლაინ სწავლებამ გვასწავლა უამრავი სასარგებლო სასწავლო რესურსის რაციონალურად გამოყენება. 

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ამ კითხვაზე ჩემი პასუხი ვერ იქნება ორიგინალური, რადგან უამრავი პრობლემა და ქარტეხილი შეგვხვდა ამ წელს, თუმცა იყო დადებითი მოვლენებიც. მაგალითად, მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა ჩვენი სკოლის   მასწავლებელთა კარიერული წინსვლისთვის. 2020 წელი წარმატებული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვისაც: კურსთამდავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და გახდნენ სტუდენტები. სხვა კლასის მოსწავლეები კი, ხშირად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ონლაინ აქტივობებში. 

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მოსწავლეებისა და ერთმანეთის მიმართ კეთილდამოკიდებულება. ძალიან მახარებს ისეთი მასწავლებელთა არსებობა, რომლებიც მოსწავლეებზე, მათ სწავლა-განვითარებაზე ფიქრს სკოლის კედლებიდან გასვლის შემდეგაც კი არ წყვეტენ. ამ მხრივ, ჩვენი სკოლა მართლაც რომ გამოირჩევა. 

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- თანამედროვე მოსწავლეები გამოირჩევიან სწრაფი, სხარტი და თავისუფალი აზროვნებით. მიმაჩნია, რომ მათგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მასწავლებლებს! ორმოცწლოვანმა სასკოლო გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ მოსწავლეთა შესაძლებლობებს, თვალსაწიერს საზღვრები არ აქვს, ამიტომ ერთგვაროვან პასუხს ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ. ისე კი, ბევრჯერ დავრჩენილვარ მათგან სასიამოვნოდ გაკვირვებული და ეს ძალიან მახარებს! 

- მშობლებს ვურჩევდი...

- რა თქმა უნდა, უფრო მეტ ჩართულობას, როგორც ბავშვის აღზრდაში, ისე მათ სწავლა-განათლებაში, სასკოლო ცხოვრებაში! თანამედროვე განათლებისა და სკოლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მშობლების ჩართულობის გაზრდა და საკმაოდ რთულია ამ პრობლემის გადაჭრა.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად, ალბათ, როგორც ყველა, მეც ადამიანის არსზე, მისიასა და დანიშნულებაზე ვფიქრობ. რასაკვირველია, ოჯახზე, ახლობლებზე, სკოლაზე, მოსწავლეებზე, საგანმანათლებლო საკითხებსა  და მათემატიკაზე ვფიქრობ (პროფესიიდან გამომდინარე).

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება