სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებისგან მახარებს ენთუზიაზმის გამოჩენა სხვადასხვა სიახლისა და გამოწვევის მიმართ“- პაატა ბურძგლა, ჯურუყვეთის N1 სკოლის დირექტორი
02-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან - ამ და სხვა კითხვებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი პაატა ბურძგლა პასუხობს.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა ...
- რომ საზოგადოება მზად უნდა იყოს სხვადასხვა გამოწვევებისათვის, როგორც ადამიანური რესურსების, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხითაც, რომ ცალკე აღებულ, რომელიმე ქვეყანას რაც არ უნდა მდიდარი იყოს გაუჭირდება გლობალური პანდეემის დაძლევა და აუცილებელია თანამშრომლობა, როგორც ქვეყნის შიგნით, სხვადასხვა სფეროებს შორის, ისე საერთაშორის ურთიერთობების კუთხითაც.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა ...
- რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სამყაროში ონლაინ პლატფორმების გამოყენებას, როგორც მასწავლებლებმა ასევე მოსწავლეებმა შეიძინეს დამატებით უნარ-ჩვევები, რასაც აქტიურად გამოიყენებენ, როგორც პანდემიურ ასევე პოსტ პანდემიურ პერიოდშიც.

- 2020 წელს დავახასიათებდი...
- როგორც უდიდესი გამოწვევების წელს, როგორც განათლების სფეროსთვის ასევე მთლიანი საზოგადოებისათვის. ვფიქრობ ადამიანებმა კიდევ ერთხელ დაინახეს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, როგორც საკუთარი თავის ასევე სხვა ადამიანების მიმართაც, რასაც ვფიქრობ ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავი გაართვა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- ენთუზიაზმის გამოჩენა სხვადასხვა სიახლისა და გამოწვევების მიმართ, მონდომება და პასუხისმგებლობა საქმეში.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს ...
- ასეთი რამ ბევრია შეიძლება ვინმემ გამაკვირვოს სასიამოვნოდ, ვიღაცამ პირიქით, კონკრეტულის დასახელება გამიჭირდება.

- მშობლებს ვურჩევდი...
- მეტი დრო გაატარონ საკუთარ შვილებთან. მოუსმინონ და გაუგონ მათ, მეტი კომუნიკაცია იქონიონ სკოლებთან, რასაც იმედი მაქვს მეტად გააქტიურებს ონლაინ რესურსების გამოყენება, რაც სამომავლოდ პოსტ კოვიდურ პერიოდშიც მოიტანს შედეგებს, როცა მშობელთა გარკვეულ ნაწილს სხვადასხვა მიზეზთა გამო უჭირთ ფიზიკური კონტაქტი იქონიონ სკოლებთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ ...
-სკოლის, ოჯახის და ქვეყნის მომავალზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება