სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„​მასწავლებლებისგან მახარებს, რომ არ უშინდებიან სიახლეებს“ - ჯონდო ბოჭორიშვილი, მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
01-03-2021
-
+


Etaloni.ge ამჯერად ტყიბულის მუნიციპალიტეტის მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორს, ჯონდო ბოჭორიშვილს წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, სკოლაში მოსულ თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს. სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ბატონი ჯონდო კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- კორონავირუსის პანდემია ჯერ ისევ მწვავე ფაზაშია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის, მილიონობით ადამიანი დაიღუპა, ჩაიკეტა საზღვრები და უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური.

სწორედ ამ ყველაფერმა ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, დედამიწას მოვუფრთხილდეთ, რათა იყოს წესრიგი და ჯანმრთელობა. ვფიქრობ, დედამიწას ძალიან სჭირდება ზრუნვა, რადგან ნებისმიერი პანდემია დაბინძურებული გარემოს შედეგია.

კორონავირუსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ადამიანი ყოვლისშემძლე არაა და შესაძლოა ვირუსმა მთლიანად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- შეცვლილმა რეალობამ ბევრი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი კი დისტანციურად სწავლების სირთულეა.

ერთი შეხედვით, 21-ე საუკუნეში ონლაინ-გაკვეთილები სულაც არ უნდა წარმოადგენდეს რამე განსაკუთრებულ მოვლენას, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც რთული რეალობა აღმოჩნდა, როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლისთვისაც.

მიუხედავად ამისა, ონლაინ-სწავლებამ დაგვანახა, რომ აუცილებელია მოვერგოთ სიახლეებს, უფრო მეტად განვვითარდეთ და დავეუფლოთ ახალ უნარებს.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელი, პანდემიის გამო, საკმაოდ რთული და სტრესული აღმოჩნდა არამარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, ამიტომ კაცობრიობას დიდხანს ემახსოვრება.მიუხედავად ამისა, განათლების სფეროში დაინერგა ბევრი სიახლე, შეიქმნა სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსი. ვფიქრობ, 2020 წელი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით მაინც მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი იყო.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ისინი არ უშინდებიან სიახლეებს, მიუხედავად დისტანციისა, ცდილობენ, მოსწავლეების ყურადღების მობილიზებასა და მეტი ცოცხალი ემოციის გადაცემას ბავშვებისათვის, რადგან ისინი ასეთ რეჟიმში მოკლებულნი არიან ნამდვილ, ცოცხალ ურთიერთობებს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს, რომ მარტივად შეძლეს შეზღუდვებისა და სიახლეების ფონზე, ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში და გამოეჩინათ მაქსიმალური მზაობა დისტანციური სწავლებისთვის.

- მშობლებს ვურჩევდი...

- ონლაინ-სწავლებისას ძალიან დიდი როლი ეკისრება მშობელს. თითქმის მთლიანად მშობელზეა დამოკიდებული, რამდენად უსაფრთხო სასწავლო გარემო ექნება ბავშვს შექმნილი. ამიტომაც მათ ვურჩევ,  ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რამდენ საათს ატარებს ბავშვი კომპიუტერთან, დაეხმარონ სახლში გამოკეტილ შვილებს სოციალური ურთიერთობების დეფიციტის შევსებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ მაქსიმალურად შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება და ისეთი უსაფრთხო გარემოს შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მოსწავლისათვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს - დეტალები

თანხის ჩარიცხვა დღეს, 18:00 საათამდე შეგიძლიათ - დეტალები  

კანდიდატთა  განაცხადებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია ანონიმურობის პრინციპის დაცვით განიხილავს

ცნობილია საჯარო სკოლების სია, რომლებისთვისაც ახალ დაფებს იყიდიან - 3 300 სასკოლო დაფისთვის მილიონ 250 ათას ლარამდე დაიხარჯება 

ანაზღაურება 2400 ლარია - რომელ ქალაქებში გამოაცხდა და რა პოზიციებზე ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები, დიდი მონდომებითა და ერთმანეთის დახმარებით შექმნეს ნამუშევრები

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება