სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით შეიძლება“ - ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე
01-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორის, გულნაზი ჭელიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

​​- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- 21-ე საუკუნეში თუ ონლაინ არ არსებობ, ე.ი. არ არსებობ. უარყოფითთან ერთად, პანდემიამ დაგვანახა, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება; ასევე, დაგვაფიქრა ისეთ საკითხებზე, რაზეც აქამდე არ გვიფიქრია და დაგვანახა, რომ სითბო, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა არის  მთავარი ფასეულობა ადამიანთა ურთიერთობაში.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ არ უნდა ჩამოვრჩეთ დროს. 21-ე საუკუნე წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის გარეშე. გვასწავლა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე მდგომ სირთულეებს და დაგვანახა ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორი აუცილებელია მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის თანადგომა გამოწვეული სირთულეების დასაძლევად. 

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც რთული გამოწვევების წელიწადს, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი. ჩემი აზრით, ახალმა კორონავირუსმა ფასეულობების იერარქია შეარყია: აღმოჩნდა, რომ სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიზნესი. უნდა დაფასდეს ყველაზე ღირებული და ფასდაუდებელი სიცოცხლე, მზრუნველობა და სოლიდარობა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რამდენად კარგად გაუმკლავდნენ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ონლაინ სწავლების პროცესში, მიუხედავად დიდი და გამოკვეთილი პრობლემებისა, მათ შეძლეს ურთიერთთანამშრომლობა და სიახლეების მიმღებლობა, რომელიც მერწმუნეთ, არც ისე იოლი იყო.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- თავის მხრივ, მას­წავ­ლებ­ლე­ბსა და მოსწავლეებს მოუწიათ დაჩქარებულად აეთვისებინათ მათთვის აქამდე ნაკლებად პოპულარული ონ­ლა­ინ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტები, ვირტუალური საკლასო ოთახების მართვის ინსტრუქციები. თუმცა, დიდ გამოწვევად დარჩა ინტერნეტზე წვდომა, განსაკუთრებით რეგიონებში და ასევე, შესაბამისი ინსტრუმენტების ქონა. ყველაზე მთავარია, ისინი გაგებით მოეკიდნენ არსებულ გამოწვევებს და სწორად შეაფასეს არსებული ვითარება.

- მშობლებს ვურჩევდი...

- ბავშვების უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა მშობლებს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რომ „ისინი იმ მანქანის მგზავრები არიან, რომელსაც ჩვენ ვმართავთ და ჩვენმა ნერვიულობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ბავშვების, როგორც ჩვენი მანქანის მგზავრების უსაფრთხოების განცდას“.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება პანდემიის დამთავრების შემდეგ; დისტანციური მუშაობის პრინციპები, ალბათ, სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახდება. სამყარო ჩვეულ ცხოვრებას დიდხანს ვერ დაბრუნდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება