სიახლეები
ეტალონი

„რთული დრო ქმნის ძლიერ ადამიანებს“ - „აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ გრძელდება
01-03-2021
-
+


ეტალონის“ უპრეცედენტო LIVE-პროექტი გრძელდება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და 28 თებერვალს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021-ის კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა.

უნიკალური ონლაინ-ინტელექტუალური გადაცემა-თამაში „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი-2021 სამი პლატფორმის - ზუმის, „ეტალონის“ მეთოდოლოგიისა და izrune.ge- მაღალი ტექნოლოგიების გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა“, - ასე დაიწყო კონკურსი პროექტის სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა და დასძინა, რომ „ეტალონში“, ამ წლების განმავლობაში, 120 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და თითოეული მათგანი დღეს წარმატებულია.

გოჩა ტყეშელაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ გარდა დაგროვილი ქულებისა, კონკურსში მონაწილეობის შედეგად გაირკვევა, თითოეულ აბიტურიენტს ეფექტური გადაწყვეტილების მიღების როგორი უნარი აქვს:

„დღეს კონკურსში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 82 საუკეთესო აბიტურიენტი მონაწილეობს და მათი სტუდენტობა განსხვავებული იქნება, რადგან ეცოდინებათ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაც და დროის სწორად განაწილება“, - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა და ისიც დასძინა, რომ მალე Izrune.ge დანერგავს მზაობის სერტიფიკატს, რომელიც თითოეულ მშობელს საშუალებას მიცემს გაიგოს, დაძლია თუ არა ბავშვმა მინიმალური პროგრამა და რამდენად მზადაა შემდგომ კლასში გადასასვლელად.

გადაცემის საპატიო სტუმარი გახლდათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც მასპინძლებს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა:

„ჩვენ  ვცხოვრობთ რთულ დროში. რთული დრო ქმნის ძლიერ ადამიანებს, ძლიერ ადამიანებს კი მოჰყავთ კარგი დრო; მადლობა თქვენ, რთულ დროში მცხოვრებ ადამიანს, რომელიც ქმნის მომავალს. მიგულეთ თქვენს მეგობრად“.

მოგვიანებით წამყვანმა დააანონსა, რომ აპრილიდან განხორციელდება კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური პროექტი „ქართველობის სიმფონია“, რომელიც ემიგრანტებისთვის იქნება განკუთვნილი, რაზეც ბატონმა ზურბმა განაცხადა, რომ ისინი „უფრო დიდი ქართველები არიან, ვიდრე ჩვენ. უნდა ავხსნათ მიზეზი, თუ რატომ იქცნენ ემიგრანტებად. ისინი არ გაქცევიან პასუხისმგებლობას.  პირიქით, ამ პასუხისმგებლობამ გაიყვანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ“.

კონკურსის დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკვე გამოიკვეთა ლიდერები და პირველ სამ ადგილზე გასული კონკურსანტებიც გამოვლინდნენ, რომლებიც წამყვანმა საზოგადოებას სიამაყით გააცნო:

დათა მენთეშაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის, წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ პირველმა გაირა ტესტი და შესაბამისად, პირველი ადგილის მფლობელიც გახდა. მოგვიანებით კი, Etaloni.geს-თან საუბარში იმ ემოციებზე გვესაუბრა, რომელიც გამარჯვების შემდგომ დაეუფლა და ისიც გაგვიმხილა, რომ პროექტში მონაწილეობა მართლაც ძალიან სასიამოვნო იყო:

„ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი; თავიდან საკუთარი თავით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი, თუმცა რომ ჩემი ვინაობა რომ გამოაცხადეს, გამიხარდა. სიმართლე გითხრათ, მეგონა შარშან „ეტალონთან“ ჩემი ურთიერთობა დასრულდა, თუმცა მოხარული ვარ, ეს პროექტი რომ დაიწყო აბიტურიენტებისთვის და კიდევ ერთხელ, მომეცა საშუალება, საკუთარი ცოდნა შემემოწმებინა“.

მეორე ადგილზე, ნინო მეხრიშვილი გავიდა, ქრისტეფორე III-ის სახელობის, დაბა სურამის N4 საჯარო სკოლიდან, რომელმაც გვითხრა, რომ „ეტალონის“ დიდი გულშემატკივარია და მიაჩნია რომ პროექტი ეროვნულ საქმეს ემსახურება:

„ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი შედეგით და პირველ რიგში იმით, რომ პროექტში მივიღე მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, თავიდან რომ შევიტყვე გადაცემის ფორმატი, ცოტა სკეპტიკურად განვეწყე, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი უმაღლეს დონეზე წარიმართა. მოხარული ვარ მონაწილეობა რომ მივიღე და განსაკუთრებით მახარებს საკუთარი შედეგი - მეორე ადგილი“.

აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021-ის სამეულს მარიამ გულიტაშვილი ასრულებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჭიაურის საჯარო სკოლიდან:

„კონკურსი ძალიან მომეწონა და ბუნებრივია, როდესაც მონაწილეობ, გამარჯვება გინდა... განსაკუთრებით მომეწონა ფორმატი - მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობდა, ჩემთვის, როგორც მონაწილისთვის, ასე ბევრად კომფორტული იყო და მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ რომ მომეცა საშუალება, მონაწილეობა მიმეღო ეტალონის პროექტში“.

გადაცემის დასასრულს, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ზურაბ ხონელიძემ პროექტი შეაფასა და „ეტალონთან“ მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა:

ზურაბ ხონელიძე, სოხუმი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი:

„ეტალონი“ უკვე  16 წელია არსებობს, ვითარდება და ახლა ინტერნეტსივრცეშიც იმკვიდრებს ადგილს. ის ორიენტირებულია მოსწავლეებზე, აღრმავებს ცოდნას, აღვივებს სწავლის სურვილს და ბავშვებსაც გულწრფელად სურთ, გახდნენ „ეტალონელები“.

რაც შეეხება პროექტს - „აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ - პანდემიამ გვაჩვენა, რომ აუცილებელია, საქართველო ფორსირებულად გადავიდეს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. რომ არა ეს ტექნოლოგიები, ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო.

პანდემიამ გვიჩვენა, რომ საჭიროა ამ ტექნოლოგიების განვითარება, საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს ამ ტენდენციებს და მოხდეს განათლების სისტემის მოდერნიზება, კომბინირება. ამ მიმართულებით, „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ პირველი მერცხალი იყო ამ მიმართულებით. ონლაინ-ფორმატმა მოგვცა საშუალება მოსწავლეების დიდ რაოდენობას  მიეღო მონაწილეობა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამისთვის ორგანიზატორებს მადლობას უხდის.

„ეტალონი“ არის ჩვენი მეგობარი, პარტნიორი... შევეცდებით, ერთმანეთი შევავსოთ, ერთმანეთის ტვირთი ვიტვირთოთ და საერთო საქმე, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას გულისხმობს, ერთად, ხარისხიანად გავაკეთოთ“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
საბაზო საფეხურის ხანგრძლივობა იზრდება და სავალდებულო განათლების მიღება 10 წლიანი ხდება - დეტალური ინფორმაცია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
ჩანიშნული შემაჯამებლები და გაკვეთილები უქმდება - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის უქმე დღესთან დაკავშირებით
სკოლებსა და ბაღებში სწავლა შეწყდება - 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
გარდა ამისა, მათ გერმანულ ენაზე იმღერეს, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
პროექტის ორგანიზატორი და ხელმძვანელი 2009 წლიდან თამარ ივარდავა გახლავთ
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დააკვირდნენ და შეისწავლეს ნახევარგამტარის გამტარებლობა
თამაშებში მოსწავლეები დიდი შემართებით, ენთუზიაზმითა და გამარჯვების ჟინით მონაწილეობდნენ
პროექტი სკოლაში წარადგინეს VII კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის მასწავლებლის ბ. ორაგველიძის ხელმძღვანელობით
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება