სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ასწავლეთ შვილებს მადლიერება“ - ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ყურაშვილი
01-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ ყურაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:


​- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ თავისუფლების სიდიადე  შეუფასებელია.  ყველაზე ღირებული ადამიანური ურთიერთობებია  და  მხოლოდ სიყვარული და მიტევება გადაგვარჩენს.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ფორსმაჟორის დროს, ალტერნატიული გზების  მოძიება; სწავლების ფორმების მოდიფიცირება; ციფრული და მედია-წიგნიერების დაუფლების გარდაუვალობა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ადამიანური ფსიქიკის ფორმირების, მორალური და ფიზიკური გამძლეობის გამოცდის, ახალი უნარებისა და შესაძლებლობების აღმოჩენის ეპოქა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მოსწავლის  სიყვარული  და პროფესიული მრწამსის მდგრადობა - „აქ  ვდაგვარ  და  სხვაგვარად  არ ძალმიძმს“.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- არც არაფერი... „ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“...

- მშობლებს ვურჩევდი...

- ასწავლეთ  შვილებს: მადლიერება, ადამიანების სიყვარული და განსხვავებული აზრის პატივისცემა; ასწავლეთ,  რომ ცხოვრება წარმატებისა და მარცხის მონაცვლეობაა და ამ დროს იზრდებიან - საგნებს მასწავლებლები შეასწავლიან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როგორ  დალაგდება  ყველაფერი  პანდემიის შემდეგ... „ომი დამთავრდა, გეშინოდეთ  მშვიდობის“!..

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება