სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაზე ხშირად ვფიქრობ, კლასის ინტერესებს მოვარგო აქტივობები“ - ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგი თეა ინაიშვილი
28-02-2021
-
+



რა აკვირვებს მოსწავლეებისგან და რა უხარია კოლეგებისგან, რა დაანახა პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწვალებამ - ამ და სხვა ბლიც კითხვებს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგი თეა ინაიშვილი ბლიც-ინტერვიუში პასუხობს: 

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .

- რა მკაცრია ცხოვრება, ყოველთვის ყველაფრისათვის მზად უნდა იყო. თანამედროვე ადამიანის ამოცანაა უმოკლეს დროში მიიღოს აქტიური ცოდნა, ანუ მიაღწიოს რეალურ შედეგს რათა ეფექტურად გამოიყენოს იგი სწრაფად ცვალებად სამყაროში. სამყარო მართლაც წარმოუდგენელი სიჩქარით იცვლება, დროს უნდა მოერგო. ექსტრემალური სიტუაციის მიუხედავად,განათლება ისევ პრიორიტეტულ საკითხად იქცა, ვირტუალურ სივრცეში გადანაცვლებულმა სასწავლო პროცესმა მანამდე უცნობი შესაძლებლობების გაცნობა-გამოყენებას შეუწყო ხელი.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენება. საგაკვეთილო პროცესი  დაგვეჯერებინა პრაქტიკული დავალებებითა და ელექტრონული  რესურსებით, რომელიც რეალურად გამოსადეგი იქნებოდა მოსწავლეებისთვის.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- მძაფრი ემოციებითა და მოულოდნელობებით დატვირთული წელი თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- ის რომ ნერგავს ახალ მეთოდებს  და თანამშრომლობის გზით უზიარებს სხვებს, საჭიროების შემთხვევაში ეხმარება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- უფროსებზე უკეთ კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობა.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- აკონტროლონ  შვილების ინტერნეტ სივრცეში ნავიგაცია და ტექნიკასთან ჯდომის დრო. 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- კლასის ინტერესებს მოვარგო აქტივობები და მეთოდები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება