სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვართ შეკრული გუნდი და მუდამ მზად, ერთმანეთის მხარდასაჭერად“ - ნანა გორგიშელი, ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორი
28-02-2021
-
+


ვართ კარგად შეკრული გუნდი და მუდამ მზად ვართ ერთმანეთის მხარდასაჭერად - საკუთარი თანამშრომლებით ამაყია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გორგიშელი და ამბობს, რომ მასწავლებლებმა დისტანციურ სწავლებას წარმატებით გაართვეს თავი. კიდევ, რა დაანახა და ასწავლა პანდემიამ ნანა გორგიშელს, მისი ბლიც-ინტერვიუდან შეიტყობთ: 

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .

- პანდემიამ დაგვანახა და დაგვაფიქრა იმაზე, თუ  რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც გამოიხატა  ერთმანეთის გვერდში დგომით, სირთულეების ერთად დაძლევით, მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და კანონის დაცვით საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გაფრთხილების მიზნით.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- ონლაინ სწავლებამ დაგვანახა და გვასწავლა, პირველ რიგში კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის აუცილებლობა, როგორც მასწავლებლებში, ისე მოსწავლეებში.  ასევე მოსწავლეებში შესაძლებელი გახდა  დამოუკიდებლად სწავლის და მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც ვფიქრობ მისასალმებელი ფაქტია. მაგალითად,  ზოგ მოსწავლეს საკლასო ოთახში უჭირს საკუთარი თავის წარმოჩენა, რასაც კარგად ახერხებს ონლაინ გაკვეთილების დროს.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- 2020 წელი საკმაოდ მძიმე წლად შეიძლება ჩაითვალოს.  წარმოიდგინეთ, მთლიანად შეიცვალა ყველა ადამიანის ცხოვრება. წელიწადზე  მეტია ვებრძვით და ვუმკლავდებით სირთულეებს და ვაგრძელებთ ამ წესებით ცხოვრებას.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- მიხარია და მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა წარმატებით გაართვეს თავი დისტანციური სწავლების მეთოდებს. ვართ კარგად შეკრული გუნდი და მუდამ მზად ვართ ერთმანეთის მხარდასაჭერად.

-  მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- ჩვენი სკოლის მოსწავლეებით თუ ვიმსჯელებ, მათგან მიკვირს ის, რომ მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა, თითქმის ყველამ გაითავისა და სწორად აღიქვა შექმნილი ვითარება და ონლაინ სწავლებაში აქტიურად ჩაერთვნენ.

-  მშობლებს ვურჩევდი. . .

- ვურჩევდი იმაზე მეტად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში, ვიდრე აქამდე. ვინაიდან მათი აქტიურობა და მასწავლებლებთან თანამშრომლობა,  მთლიანად დამოკიდებულია მათი შვილების შემდგომ განვითარებაზე და მათ წარმატებულ მომავალზე.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- ვფიქრობ მომავალი წელი როგორი იქნება.  რა გამოწვევების წინაშე დაგვდებით და ა.შ.  იმედი მაქვს უკეთესი მომავლის. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება