სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა დროის მაქსიმალურად გამოყენება“ - რიტა გოგიშვილი, პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი
26-02-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორის, რიტა გოგიშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

 ​​- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ წესრიგი და კანონზომიერება არის ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად. ასევე, დაგვანახა ქართველ ექიმთა გმირობა და ვაჟკაცობა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა რაციონალურობა და დროის მაქსიმალურად გამოყენება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელს დავახასიათებდი შემართების, ძიების, თანადგომის თანაგანცდისა და სამყაროს შეცნობის წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- საჭიროების დროს საჭირო ადგილზე დგანან და ინოვაციის მესვეურები არიან.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს, როცა ვერ ხედავენ, რომ მასწავლებლისთვის ყველა ბავშვი ანათებს.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი დრო დაუთმონ შვილებს და მასწავლებლებში ხედავდნენ საკუთარ თავს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ, რა საცოდავია სამყარო შიშით და რა მშვენიერია, როცა გწამს სიცოცხლე მშვენიერია და ამ მშვენიერებას მთელი არსებით შეიგრძნობ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება