სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N132 სკოლაში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები გაიმართა
26-02-2021
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლამ, 1921 წლის 25 თებერვალთან დაკავშირებით, სხვადასხვა ტიპის აქტივობები ჩაატარა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოეწყო ოკუპაციის კუთხე, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და ბოლოს გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

„1921 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის შესახებ. წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, საქართველოს წინააღმდეგ ომი უნდა შენიღბულიყო და რუსეთის წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო არა როგორც დამპყრობელი, არამედ როგორც იმ მუშებისა და გლეხების მხარდამჭერი ძალა, რომლებიც თითქოს აუჯანყდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას. 

1921 წლის 11 თებერვალს რუსი კოლონისტებით დასახლებულ ლორეს რაიონში დაიწყო ინსპირირებული გამოსვლები. 16 თებერვალს ქართველი ბოლშევიკებისგან შეიქმნა საქართველოს „რევოლუციური კომიტეტი“ (რევკომი), რომელსაც ვითომდა, უნდა ეხელმძღვანელა „საქართველოს მშრომელთა აჯანყებისთვის“. 

ჯერ კიდევ დაუპყრობელი საქართველოს „რევკომის“ თავმჯდომარედ რკპ (ბ) კავბიურომ დანიშნა იმ დროს მოსკოვში მყოფი ფილიპე მახარაძე, რომელსაც საქართველოში მხოლოდ ფულის საბეჭდი მანქანა გამოატანა. “რევკომში“ შედიოდნენ მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა (დახვრიტეს საარქ. #24395), ალექსი (საშა) გეგეჭკორი, ბესარიონ კვრკველია და სხვ. 

თბილისის ასაღებად ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაძრული რუსეთის მე-11 წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან გადაუდგნენ წინ. ცხარე ბრძოლები გაიმართა კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში. მტერი წინ ვერ მოიწევდა. ომი უფრო და უფრო სისხლისმღვრელი ხდებოდა. 

ქართველთა თავგანწირული წინააღმდეგობის შედეგად 20 თებერვალს მე-11 წითელი არმია უკუგდებულ იქნა. 22 თებერვალსაც გაიმართა ბრძოლა, მაგრამ ოკუპანტებმა მიზანს ამჯერადაც ვერ მიაღწიეს. 23 თებერვალს თბილისში საყოველთაო გლოვა გამოცხადდა: დიდი პატივით დაკრძალეს ბრძოლებში დაღუპულები, მათ შორის, ცნობილი ქართველი პოეტის კოტე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო, რომელიც მოხალისეთა რაზმში იბრძოდა. 

24 თებერვალს კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. მტერმა შევსება მიიღო, ქართულ ჯარს კი რეზერვები აღარ გააჩნდა. საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ დასავლეთი ევროპის ქვეყნებიდან დახმარება ვერ მიიღო. მიუხედავად თავდადებული ბრძოლისა და დიდი შემართებისა, ქართველები დამარცხდნენ. 

ზედმეტი სისხლის ღვრისგან თავის არიდების მიზნით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სარდლობამ და მთავრობამ გადაწყვიტა თბილისი დაეტოვებინა... 

მთავრობა ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში გადავიდა. მათ მიერ თბილისის დატოვებამ შეარყია ქართველების საბრძოლო სულისკვეთება და ხალხი სულიერად გატეხა... 

25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია დედაქალაქში უბრძოლველად შემოიჭრა. იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა... და სამხედრო-ოკუპაციური რეჟიმის დამყარება დაიწყო“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება