სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ციფრული ტექნოლოგიების გარეშე, წარმოუდგენელია არსებულ გამოწვევებთან გამკლავება“ - ოზურგეთის N4 სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე 
26-02-2021
-
+


ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის დირექტორის, ტარიელ კალანდაძის განცხადებით, მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად უკვირს, რომ მათ კოვიდ-პანდემიის გამო შექმნილ ვითარებასთან ადაპტაცია „ძალიან სწრაფად შეძლეს“. 

როგორც ტარიელ კალანდაძემ etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში აღნიშნა, 2020 რთული და ამავე დროს, სიახლეების ათვისების წელი იყო.

​- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ ჯანმრთელობა უმთავრესია. ბედნიერება ყოფილა ურთიერთობები, ემოციების გაცვლა, თუმცა, ახალი შესაძლებლობებიც აღმოგვაჩენინა საკუთარ თავში.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ ციფრული ტექნოლოგიების გარეშე, წარმოუდგენელია არსებულ გამოწვევებთან გამკლავება. გვასწავლა ორგანიზებულობა, მშობლების მაღალი ჩართულობის საჭიროება საგაკვეთილო პროცესში.(სკოლა შევიდა სახლებში და მშობლები იქცნენ გაკვეთილების აქტიურ მონაწილეებად.)

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- პანდემიის გამო 2020  ძალიან რთული წელი იყო ემოციურად, ეკონომიურად და განათლებისთვის, თუმცა, ბევრი რამ გვასწავლა სხვადასხვა მიმართულებით.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ინოვაციური იდეები, თანამშრომლობა, აზრთა გაზიარება, ერთმანეთის გულშემატკივრობა, მაღალი მოტივაცია და პროფესიონალიზმი.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ძალიან სწრაფად შეძლეს ახალ ვითარებასთან ადაპტაცია.

- მშობლებს ვურჩევდი...

- უფრო მეტი დრო დაუთმონ შვილებს; იყვნენ მათთვის მეგობარი; დაეხმარონ მათ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში; უფრო მეტად ჩაერთონ თავიანთი შვილების სწავლა-სწავლების პროცესში და იზრუნონ მათი წიგნიერების დონის ამაღლებისათვის.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ნეტავ როდის დასრულდება პანდემია და როდის შევძლებთ ჩვეულებრივ რეჟიმში დაბრუნებას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება