სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ზამთარს გაზაფხული შეცვლის და მალე, ჩვენც გულიანად გავიხარებთ“- მარად არძენაძე, ერგეს საჯარო სკოლის დირექტორი
25-02-2021
-
+


ამჯერად Etaloni.ge ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ერგეს საჯარო სკოლის დირექტორს, მარად არძენაძეს  წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, სკოლაში მოსულ თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს ერგეს  საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ბატონი მარადი კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ იოლად დაცემას არ უნდა მივეჩვიოთ, სულის ზღუდე არ უნდა დაგვერღვეს. მაშინ, როცა კოვიდ-პანდემიამ  მთელი მსოფლიო მოიცვა, ადამიანებმა ვისწავლეთ ერთმანეთის გვერდით დგომა, ერთმანეთის გაფრთხილება. იმედს ვიტოვებ, რომ ამ უჩვეულო ცხოვრების ზამთარს გაზაფხული უეჭველად შეცვლის და მალე, ჩვენც გულიანად გავიხარებთ.დაგვანახა მასწავლებელთა მზაობა ახალ პლატფორმებზე გადასასვლელად, ონლაინ-სწავლების საჭიროება და მისი დადებითი მხარეები, რამაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა განაპირობა.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- რომ საკლასო სივრცე და პირდაპირი კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის საუკეთესო საშუალებაა, ასევე თავბრუდამხვევი სირთულეების დაძლევა, უცხო ტექნოლოგიური უნარების ფლობა და განვითარება, მოსწავლეთა საშური ნებისყოფის ჩამოყალიბება, პასუხისმგებლიანი მასწავლებლისა და მოტივირებული მოსწავლის ურთიერთკავშირი, მშობლების აქტიური პარტნიორობა სკოლასთან.  ეს არის პროცესი, როცა მასწავლებლისთვის დაღლაც დასვენებაა  და წრფელი გულით ემსახურება ახალ გამოწვევებს.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- გამოწვევების წლად... ერთ-ერთ მძიმე წლად და წინა სანამ 2020 დადგებოდა, იმთავითვე გვარწმუნებდნენ, რომ იგი იქნებოდა უაზრო ცვლილებების წელი, მოსალოდნელი იყო დიდი ცხოვრებისეული დარტყმები და ჩვენს გამძლეობასა თუ სიმტკიცეზე იყო დამოკიდებული, ა შედეგები დაიდებოდა.

აგვიხდა კიდეც... კოვიდ-პანდემიამ ჩვენი ძალა და ნება ერთ მუჭში მოაქცია და თითოეულ ჩვენგანში აღმოაჩინა წინააღმდეგობის დაძლევის ნიჭი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- საქმისა და აზრის ავ-კარგიანობის გარჩევა ძველ-ახლობით, გონისა და ღირსების აწონ-დაწონვით. მასწავლებლის სარგებლიანი სამშვენისი უნდა იყოს ინოვაციური, საინტერესო აქტივობების განხორციელება, ჩუმი სიკეთის კეთება და გონიერება. მიხარია, როცა იგი თავმდაბალი, მოსწავლის მოსიყვარულე და კეთილმოსურნეა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეობის პერიოდში მუდამ ამჟღავნებენ მასწავლებლის მიმართ ჩუმ სიყვარულს, ზღვა შესაძლებლობებს, თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეჭიდების უდიდეს უნარს. არ მეგულება ცუდი მოსწავლე. ამბობენ, რომ ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ აცადეთ, რომ გამოანათოსო. ასეა სწორედ - ჩვენი მიზანია, ერთ დროს წლების წინ სკოლას მიბარებული წერტილივით პატარა გოგო-ბიჭები ცხოვრების ასპარეზზე გამოვიყვანოთ.

- მშობლებს ვურჩევდი...

- დაიცვან ოქროს  წესი  შვილებსა და სკოლასთან მიმართებაში, მონაწილეობდნენ საკუთარი შვილების სწავლა-სწავლების პროცესში. ჰქონდეთ მჭიდრო ურთიერთობა სკოლასთან, დამრიგებელთან და საგნის მასწავლებლებთან. ძნელია, მოიძებნოს ადამიანი, რომელიც ბავშვისთვის თავისი მნიშვნელობით მშობელს გაუტოლდება. ამიტომაც ვურჩევ მშობლებს, მიუხედავად დიდი ეკონომიკური შეჭირვებისა, იყვნენ ბავშვის მეგობრები, ითანამშრომლოს სკოლასთან, არ დაიშურონ ძალისხმევა აღზრდის პროცესის სწორად წარმართვისთვის. წლების წინ ბიბლიაში ჩაიწერა ბრძნული სიტყვები: „აღზარდე ყმაწვილი მისი გზის მიხედვით, კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან“. დიახაც, დაუშურველად გამოავლინონ სიყვარული, გაატარონ დრო მათთან ერთად და შედეგიც სასურველი იქნება.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რა დავალება მივცე საკუთარ თავს, რათა ვიყო სასარგებლო საზოგადოებისთვის. რადგანაც ადამიანი წარმავალია, დავტოვოთ ნაფეხურები, რომლებსაც მოზარდები თამამად გაყვებიან. ესაა ჩემი და არა მარტო ჩემი მისია, რომლის ასრულებასაც ადამიანებს ხშირად თავიანთი საკუთარი სიცოცხლეც არ ჰყოფნით, მაგრამ მაინც ენერგიულად იხარჯებიან.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება