TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა, ფეხი აგვეწყო თანამედროვე ცხოვრების შეცვლილი რეალობისთვის“-დარეჯან ლაკვეხელიანი, ტვიშის საჯარო სკოლის დირექტორი
25-02-2021
-
+


ამჯერად Etaloni.ge ცაგერის მუნიციპალიტეტის, ტვიშის საჯარო სკოლის დირექტორს, დარეჯან ლაკვეხელიანს  წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, სკოლაში მოსულ თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს ტვიშის  საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ქალბატონი დარეჯანი კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რაოდენ შეიცვალა, გაურკვევლობისა და შიშის ბურუსში გაეხვა მთელი მსოფლიო უმოკლეს დროში, თუ რაოდენ უსუსური შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი XXI საუკუნეშიც კი უხილავი მტრის წინაშე.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- ფეხი აგვეწყო თანამედროვე ცხოვრების უცაბედად შეცვლილი რეალობისთვის, სწავლების ახალ მოდელზე გადასვლა  ძნელი იყო არა მარტო მოსწავლეების, არამედ მასწავლებლებისთვისაც, განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით რეგიონების სკოლები,   რადგანაც გვქონდა ინტერნეტთან კომუნიკაციის პრობლემა, ყველას არ ჰქონდა კომპიუტერი, ინტერნეტი და არ შეეძლო ინტერნეტის პრაქტიკული გამოყენება.

პრობლემას წარმოადგენდა აგრეთვე დისტანციური სწავლების გამოცდილება „თიმსის“ საშუალებით, ასეთ პირობებში, უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ჩვენს პროფესიას, ძირითადად, მაინც ვახერხებდით, არ ჩავარდნილიყო სასწავლო პროცესი და ყველაფერს ვაკეთებდით, რათა არ  დაგვეზარალებინა მოსწავლეები.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- რთულ, უამრავი გამოწვევის მქონე წლად, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა სხვა კუთხითაც   შეგვეფასებინა, როგორც საკუთარი თავი, ასევე კოლეგებიც. 2020 წელს უფრო მეტად დავრწმუნდით, რომ ძნელბედობისას უფრო მეტი შრომა, პასუხისმგებლობა,ნებისყოფის  სიმტკიცე, ობიექტურობა, პრინციპულობა და პირდაპირობა მოგვეთხოვება.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მოსწავლეებისთვის თავდაუზოგავი შრომა, რადგანაც მათი მსაჯულია ამქვეყნად ყველაზე პირუთვნელი არსება - ბავშვი.  საზოგადოება დღეს, სკოლას  და მასწავლებელს ურთულეს მისიას აკისრებს , პედაგოგს, ვისაც პიროვნების განვითარებაზე გავლენის მოხდენა სურს  მაღალი სულიერება უნდა გააჩნდეს, რამეთუ ,,რომ გასცე, უნდა გქონდეს“. დღესდღეობით, სამოქალაქო ცნობიერების, პოლიტიკური კულტურის , ტოლერანტობის ნაკლებობის, არასრულწლოვანთა დანაშაულის, აზარტული თამაშებისა   და ნარკომანიის მოძალების ეპოქაში , მართლაც რომ თითოეული პედაგოგის სწორ საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველა პედაგოგს მინდა ვუთხრა, რომ მთავარია მოსწავლისადმი  სიყვარული და პატივისცემა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რომ ზოგიერთ მათგანს ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია პასუხისმგებლობა ოჯახისა და ქვეყნის წინაშე. ასეთ ახალგაზრდებს მინდა შევახსენო  კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები: „დაუფიქრდით, თუ რა ეპოქაში ცხოვრობთ, გადადით საქმეზე, მიაშურეთ აუდიტორიებს, ბიბლიოთეკებს, ლაბორატორიებს, მოიქეცით ისე, როგორც ეს შეშვენის ჩვენს დიდ ეპოქას  და ჩვენს შესანიშნავ ქვეყანას. ეგეც იცოდეს ყველამ, ვინც თავისი ეპოქის ძახილს ყურს არ ათხოვებს, მას სიბერეში მოუხდება სინანულის ცრემლით აღვსილი თასის დაცლა მრავალგზის“.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი ყურადღებით მოეკიდონ შვილების სწავლა-აღზრდის საქმეს, რადგანაც მხოლოდ  სკოლისა და მშობლის შეთანხმებული შრომის შედეგად მიიღწევა შედეგი - შენდება ადამიანის მყარი და ლამაზი სული.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

-  ცხოვრებაში მთავარია, სიკეთეს ვემსახურო, მინდა იმდენად ვუყვარდე ჩემს ირგვლივ მყოფთ, რამროგორც ვიმსახურებ.

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ახალი პროექტი საჯარო სკოლებისთვის - სამინისტრომ მოსწავლეებისთვის განახლებული მოდული შეიმუშავა

„ორგან მუშაობის მიზეზი არის არასაკმარისი ანაზღაურება“  - პრემიერი კანონში ცვლილებაზე

ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

სკოლებში ბიბლიის კითხვასა და ლათინური ენის სწავლებას აბრუნებენ - იტალიის განათლების სამინისტრო ახალ საგანმანათლებლო სტანდარტზე მუშაობს

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მოსწავლეებმა ხოტბა შესახებ წელიწადის ამ უმშვენიერესი სეზონის სილამაზესა და მრავალფეროვნებას

სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლუსინე პაპოიანთან ერთად, ლამაზი ღონისძიება გამართეს

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება