სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლე სასკოლო საზოგადოებასთან ურთიერთობაში იზრდება, სწავლობს, ვითარდება“ - თბილისის N112 სკოლის დირექტორი ნინო თაბაგარი 
25-02-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და როგორ გაართვა თავი სირთულეებს; როგორ აფასებს 2020 წელს და რას ურჩევდა მშობლებს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N112 საჯარო სკოლის დირექტორთან, ნინო თაბაგართან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- როგორი ღირებულია ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ურთიერთობები.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენება; გაგვაცნო ონლაინ პლატფორმები; მოგვცა შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი რესურსის შექმნა-გაზიარებისა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- იყო გამოწვევებით და სირთულეებით სავსე წელი, რომელსაც კარგად გავართვით თავი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ზოგადად, ადამიანების ბედნიერება მიხარია. მასწავლებლებისგან კი, ყველაზე მეტად - სკოლაში მოსვლა რომ აბედნიერებთ. ერთმანეთი და ბავშვები რომ უხარიათ. კიდევ, სირთულეების გადალახვით კმაყოფილები და მადლიერები რომ არიან; ნებისმიერ გამოწვევას ერთ გუნდად, გვერდში დგომით რომ პასუხობენ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- არაფერი მიკვირს. ისინი ხომ მოზარდები არიან. სიცოცხლით სავსე პატარა ადამიანები. შეცდომებს უფროსებიც უშვებენ. მოსწავლე კი, სასკოლო საზოგადოებასთან ურთიერთობაში იზრდება, სწავლობს, ვითარდება და შეცდომებსაც უშვებს. მთავარია ჩვენ, აღმზრდელებმა სწორი მიმართულება მივცეთ მის პიროვნულ ზრდას.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი დრო დაუთმონ საკუთარ შვილებთან ურთიერთობას, ამას საკუთარ თავსაც ვურჩევდი. და კიდევ, გავიმეორებ შალვა ამონაშვილის მოსაზრებას: „მასწავლებელს ჰკითხეთ, როგორი ადამიანი იზრდება ჩემი შვილი და არა რა ნიშანი მიიღო“.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- მშვიდ და ბედნიერ, ფერადი ფერებით შემკულ ცხოვრებაზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება