სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მინდა უფრო აქტიური გავხადო სკოლის მუშაობა მომავალი თაობის სრულყოფილი აღზრდისათვის“ -ალექსანდრე შარაშიძე, ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი
25-02-2021
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე შარაშიძე ბილც - ინტერვიუში აღნიშნავს, რომ  2020 წელს ონლაინ სწავლებამ გამოწვევებზე და სირთულეებზე გამკლავება ასწავლა. რა უკვირს და რა უხარია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან, რა დაანახა პანდემიამ და როგორ იყო 2020 წელი.

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- ძალა ერთობაშია, ურთიერთ თანადგომა, საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე გაფრთხილება, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა, რეგულაციების სრული დაცვა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
 
- გამოწვევებზე და სირთულეებზე გამკლავება, მეტი ინტერესი სწავლისადმი . როგორც მასწავლებლების ასევე მოსწავლეების საკმაოდ კარგი დაუფლება ტექნიკურ საშუალებებზე.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- დიდი სიძნელეებისა და გამოწვევების წელს. მართალია ქვეყნის განვითარება საკმაოდ შეფერხდა ,მაგრამ ბევრი სასიკეთო რამ გვასწავლა.

 - მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებლების მიერ მთელი პასუხისმგებლობითა და მონდომებთ მუშაობა მოსწავლეებთან, დაუზარელი მუშაობა მოსწავლეთა პროფესიულ დაოსტატებაზე, ურთიერთ თანამშრომლობის გაძლიერება, მოტივაცია და სხვა

 - მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- პანდემიის რთულ პირობებში მოსწავლეთა სრული ჩართულობა ონლაინ სწავლებაში და მათი დაუფლება ტექნოლოგურ საშუალებებზე.

- მშობლებს ვურჩევდი...

- შვლის გაზრდა მარტო ფიზიკურ გაზრდას არ გულისხმობს, ის უნდა გაიზარდოს სამშობლოს პატრიოტ შვილად. მეტი დახმარებაა საჭირო ამ მძიმე პირობების დროს არსებული პრობლემების  გადასაჭრელად, ღრმად ჩაწვდნენ ბავშვის ფსიქიკაში და სისტემატიური დახმარება გაუწიონ პრობლემების აღმოფხვრაში. 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ... 

- ვფიქრობ, რაც აქამდე მიკეთებია, გვიკეთებია სკოლისათვის  ნეტა საკმარისია? არა, მინდა უფრო აქტიური გავხადო სკოლის მუშაობა მომავალი თაობის სრულყოფილი აღზრდისათვის, მთლიანად გაქრეს პანდემია და მომავალში აღარ მოგვიხდეს  ონლაინ სწავლება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება