სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა“ - გულგულის საჯარო სკოლის დირექტორი ლია მოსიაშვილი
25-02-2021
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის საჯარო სკოლის დირექტორი ლია მოსიაშვილი etaloni.ge - სთან ონლაინ სწავლების გამოწვევებზე საუბრობს. ბლიც - ინტერვიუში დირექტორი აღნიშნავს, რომ 2020 წელი ძალიან რთული იყო. ონლაინ სწავლებამ კი ახალი გამომწვევებთან გამკლავება ასწავლა.

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...


- რომ არსებულ სიტუაციაში მასწავლებლობა არის ის დიდი ძალა,პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი,როდესაც შეუძლებელი უნდა  შეძლო და გაართვა თავი ყველა თანამედროვე გამოწვევას. სკოლა და მასწავლებელი   არის ის უშუალო რგოლი,რომელმაც შეძლო და ეფექტურად დანერა არსებული დისტანციური პლატფორმის სიახლეები. განახორციელა  ეფექტური კომუნიკაცია მოსწავლეებსა და მშობლებს შორის.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა... 

- არა თუ  რთულია და შეუძლებელი ტექნოლოგიების გამოყენება დისტანციური პლატფორმის სასწავლო პროცესში, არამედ არის საინტერესო და აუცილებელი საშუალება კომუნიკაციისათვის, რაც ზრდის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ჩართულობას და ხელს უწყობს საინტერესოდ მომზადდეს სხვადასხვა სახის ელექტორნული რესურსები, ბუკლეტები, პრეზენტაციები, ანიმაციები.

- 2020 წელს დავახასიათებდი... 

- „დარჩი სახლში“, „დისტანცია“, „პირბადე“, „შიში“, „შიში უხილავი კოვიდ 19-ის“, ემოციური, გამოწვევებით და მოულოდნელობებით სავსე 2020. სახლიდან ჩართული გაკვეთილები, სკოლა სახლში, რეგულაციების დაცვა, მაგრამ იმედი, იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასევე ვიტყვი, რომ  ეს არის  გამოცდა, გაცნობიერება და დაფასება იმ ღირებულებების, რასაც სიყვარული, მეგობრობა და თბილი ურთიერთობები ჰქვია.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია... 

- გუნდურობა,სიახლეების მიმღებლობა,პროფესიულ ზრდაზე,მოსწავლეების ჩართულობასა და მოტივაციაზე ზრუნვა, თანამედროვე მიდგომების დანერგვა სწავლა სწავლების პროცესში, მიღებული ცოდნის ტრანსფერი საგაკვეთილო პროცესში, ხარისხიანი და სახალისო გაკვეთილები. არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- როგორ შეიძლება სწავლის სურვილი არ ჰქონდეთ.

- მშობლებს ვურჩევდი...

- კომუნიკაციას სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებთან. ჩართულობას და ინიციატივებს სასკოლო ცხოვრებაში. ასევე, ვურჩევდი ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგიის გაცნობას და ფსიქოლოგის რჩევების ონლაინ ლექციების მოსმენას, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაეხმარნენ და გაუმკლავდნენ იმ უამრავ ემოციას შვილებისას, რომელიც თან ახლავს თითოეულ ასაკს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რომ გულგულის საჯარო სკოლა იქნება 21-ე საუკუნის თანამედროვე სკოლა, გამართული ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიები საჭირო რესურსებით აღჭურვილი, სურვილი შესრულებული მოსწავლეები, გახარებული და ბედნიერი სახეებით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება