სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება“- დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხეცურიანი
25-02-2021
-
+


„21-ე საუკუნეში ცნება „შორი“ აღარ არსებობს და შესაძლებელია, სრულიად მოულოდნელად შეიცვალოს სამყარო“, - ასე აფასებს კოვიდ-პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხეცურიანი.

როგორც მან etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში განაცხადა, ონლაინ სწავლებამ სასკოლო საზოგადოება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლის აუცილებლობის წინაშე დააყენა.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ 21-ე საუკუნეში ცნება „შორი“ აღარ არსებობს და შესაძლებელია, სრულიად მოულოდნელად შეიცვალოს სამყარო.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლა და მათი გამოყენება აუცილებელი პირობაა თანამედროვე სწავლების გამოწვევების საპასუხოდ.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- უპირველესად რისკებისა და საფრთხეების, მაგრამ ამავდროულად ძიებისა და სიახლეების წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მოტივაცია და სწრაფვა ინოვაციების, თანამედროვე, შემოქმედებითი სწავლების მიმართ. მათი გუნდურობა, თანამშრომლობა და ჩართულობა, სწავლების ხარისხის ზრდის საწინდარია.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რომ  ადვილად პასუხობენ ყოველ ახალ გამოწვევას და ზოგჯერ თავად გვევლინებიან მასწავლებლებად და გვიწევენ ფასილიტაციას.

- მშობლებს ვურჩევდი...

- ჰქონდეთ მეგობრული დამოკიდებულება შვილების მიმართ და გამოიჩინონ მეტი კომუნიკაცია, ჩართულობა და თანამშრომლობა სკოლის მიმართ, რაც პირდაპირ კავშირშია მათი შვილების ზრდა-განვითარებისა და აკადემიური ხარისხის ამაღლებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება დღევანდელ დღეზე და რომ ადამიანთა შესაძლებლობები უსასრულოა და ყოველი ახალი გამოწვევა დაძლევადია თუ გული, გონება და ქმედება თანხვედრაშია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება