სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს“ - ლიანა ქოჩიშვილი, ატოცის საჯარო სკოლის დირექტორი
25-02-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად და როგორ აფასებს 2020 წელს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის დირექტორმა, ლიანა ქოჩიშვილმა ისაუბრა.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...


- ერთმანეთისადმი მეტი პასუხისმგებლობა - დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა; გავუფრთხილდეთ მოსწავლეთა, ახლობლებისა და თანამშრომლების სიცოცხლეს. დაგვანახა, თუ როგორი საჭირო ყოფილა ურთიერთობა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- დავიცვათ მოსწავლეთა ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე დისტანციის დაცვით; ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ბოლო წლებს შორის ყველაზე რთული წელი, სასწავლო პროცესში იყო გარკვეული ხარვეზები: პერიოდულად გვიწევდა დისტანციურზე  გადასვლა, კვლავ საკლასო ოთახებში დაბრუნება, რაც უარყოფითად აისახებოდა სწავლა-სწავლების ხარისხზე.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ჯანმრთელობა; მაღალი პასუხისმგებლობა; პროფესიიდან გამომდინარე, თავს რომ წარმატებით გაართმევენ დაკისრებულ მოვალეობას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს, გულგრილი დამოკიდებულება ყველას და ყველაფრის მიმართ; როცა ვერ აცნობიერებენ, თუ როგორ საზოგადოებაში უნდათ ცხოვრება. შესაძლებლობის გამოყენება.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი, ნუ იქნებიან პასიურები საკუთარი შვილების აღზრდაში; იყვნენ შვილებთან მეგობრულ დამოკიდებულებით; მეტი კომუნიკაცია სკოლასთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ქვეყნის მომავალზე, ისეთ საქართველოზე სადაც ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი ექნება. აქედან გამომდინარე, განათლების სისტემა ისე აეწყობა, როდესაც მასწავლებელს მოსწავლის გარდა საზრუნავი არ ექნება და მისი პროფესიული განვითარება, პირველ რიგში, აუცილებლად მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე აისახება. ვფიქრობ და ჩემი ყოველდღიური საზრუნავია: სკოლის განვითარება; სასწავლო პროცესის მართვა; მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. სკოლის ანგარიშვალდებულების სისტემის გამჭირვალობა, საჯაროობა, მშობლებთან და საზოგადოებასთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება