სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ურთიერთთანამშრომლობით, გუნდურობით და ჯანსაღი კრიტიკით ვძლევთ პრობლემებს“ - ქეთევან ხითარიძე, კასპის N4 საჯარო სკოლის დირექტორი
25-02-2021
-
+


ამჯერად Etaloni.ge კასპის N4 საჯარო სკოლის დირექტორს, ქეთევან ხითარიძეს წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, სკოლაში მოსულ თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს კასპის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ქალბატონი ქეთევანი კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით.  

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ ცხოვრება მოულოდნელობებით სავსეა.  იმავდროულად, სიცოცხლე და ჯანმრთელობა უფრო მეტად დასაფასებელი გახდა. დაგვანახა გლობალური სამყაროს ერთიანობა. პანდემიის დროს თანამედროვე სკოლა უამრავი გამოწვევების წინაშე დადგა. ასევე დაგვანახა ონლაინ-პლატფორმით სწავლებისთვის  რამდენად მზად იყო სასკოლო თემი. დაგვარწმუნა ქართველი მასწავლებლების პროფესიონალიზმში. თითქმის გვაიძულა, ახალი ელექტრონული პლატფორმებით ჩაგვეტარებინა ონლაინ გაკვეთილები და მოსწავლეები აქტიურად ჩაგვერთო სწავლა- სწავლების პროცესში.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- ის, რომ ვირტუალურ სწავლებას აქვს როგორც უპირატესობა, 0ასევე ხარვეზებიც. ონლაინ სწავლებისას მწვავედ იგრძნობა საგაკვეთილო დისკუსიის არსებობა მოსწავლეები ინტერნეტის ხარვეზის გამო, ვერ ახერხებენ ჩართვას. სასიკეთოა ის, რომ  მშობლები და ოჯახის წევრები უსმენენ თითოეული საგნის მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს. გაიზარდა მათი ჩართულობა მოსწავლის სასწავლო პროცესში. ხდება ტექნოლოგიების სიღრმისეული შესწავლა და იზოგება დროის მენეჯმენტი. ერთდროულად, შესაძლებელია რამდენიმე საქმის კეთება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- მოულოდნელობებით სავსე წლად, როდესაც აუცილებელი გახდა ინოვაციური ხერხებით განათლების მიღება, ფორსმაჟორულ სიტუაციაში სწრაფი ადაპტირება და  რეაგირება.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როდესაც ურთიერთთანამშრომლობით, გუნდურობით და ჯანსაღი კრიტიკით ვძლევთ პრობლემებს და ვაღწევთ დასახულ მიზანს. რა თქმა უნდა, რაც ეხება სკოლისა და მოსწავლეების კეთილდღეობას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- თავისუფალი, თამამი კომუნიკაციები უფროსებთან, რომელიც საბჭოთა სკოლაში არ გვქონდა. მათი სწრაფი, ლოგიკური აზროვნება, მზაობა და მოტივაცია ახალი სკოლის მოდელის საგაკვეთილო პროცესში დასანერგად.

- მშობლებს ვურჩევდი...

- ურთიერთთანამშრომლობით გადავჭრათ ის პრობლემები, რომელიც გვხვდება მოზარდებში და არა ისე, როგორც მათ მიაჩნიათ შვილების აღზრდაში „გაგარტყამენ, შემოარტყი“.მისცენ შვილებს დამოუკიდებლად აზროვნების საშუალება და აკონტროლონ სწავლის ხარისხი.მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ დამრიგებლებსა და დირექციასთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- სკოლაში მოსული მოსწავლეებისთვის ყოველი დღე იყოს დღესასწაული და საკლასო სივრცე უსაფრთხო,ხალისიანი,მათი წარმატების გარანტი.ამიტომ თითოეული მასწავლებლის მზრუნველობამ, მკაფიო განმავითარებელმა შეფასებამ და ობიექტურად მიღებულმა ქულამ მოსწავლეს უნდა მისცეს საზოგადოებაში დამკვიდრების შესაძლებლობები და თვითშეფასების მაღალი უნარი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება