სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დასაფასებელია ცხოვრების ყოველი წამი და ადამიანებთან ურთიერთობა“ - ნანა ჟორჟოლიანი, თბილისის N67 სკოლის დირექტორი
25-02-2021
-
+


„ამ მდგომარეობამ მაფიქრებინა, რომ დასაფასებელია ცხოვრების ყოველი წამი და ადამიანებთან ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ერთმანეთის მოფერება“, - ასე აფასებს კოვიდ-პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში თბილისის N67 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, „ონლაინ სწავლებამ მშობლების მასწავლებლებისადმი პატივისცემა გააორმაგა“.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- თუ რა მნიშვნელოვანია ადამიანების ურთიერთობა ვირტუალური სივრცის გარეშე.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ფორსმაჟორული სიტუაციის აღქმა; ინფორმაციულ-ტექნიკური საშუალებების აუცილებლობა; სწრაფი მობილიზება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- უსიამოვნო, გაჩერებული სამყარო, შიშის სინდრომი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როცა მესმის, რომ ონლაინ სწავლებამ მშობლების მასწავლებლებისადმი პატივისცემა გააორმაგა, აფასებენ მასწავლებლის შრომას. მშობლებმა უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინეს და აქტიურად ჩაერთნენ შვილების სწავლა-აღზრდის საქმეში.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- სწორად გააცნობიერეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და სწრაფად აუღეს ალღო დისტანციურ სწავლებას, მაქსიმალურად ჩაერთნენ ონლაინ გაკვეთილებზე.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ შვილებთან და ჩაერთონ აქტიურად მათ სასკოლო ცხოვრებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ამ მდგომარეობამ მაფიქრებინა, რომ დასაფასებელია ცხოვრების ყოველი წამი და ადამიანებთან ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ერთმანეთის მოფერება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება