სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყველაზე ხშირად ვფიქრობ ჩვენი ქვეყნისა და ბავშვების მომავალზე“ - ანნა ჩახნაშვილი, ბუშეტის საჯარო სკოლის დირექტორი
25-02-2021
-
+


„ყველაზე ხშირად ვფიქრობ ჩვენი ქვეყნისა და ბავშვების მომავალზე, სკოლისა და პედაგოგის როლზე აქტიური, განათლებული მოქალაქის აღზრდაში“, - აღნიშნული განცხადება etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლის დირექტორმა, ანნა ჩახნაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, „მასწავლებლები პროფესიონალურად უდგებიან საკუთარ საქმიანობას და უმთავრესი მათთვის არის მოსწავლე და მისი ინტერესები“.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ მაღალი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, კაცთმოყვარეობა და ერთმანეთის გვერდით დგომა იხსნის ადამიანებს ყოველგვარი განსაცდელისაგან.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- განსხვავებულ სიტუაციაში მოქმედება, ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება. სხვადასხვა ონლაინ ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც გამოწვევებით აღსავსე წელს.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რომ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, პროფესიონალურად უდგებიან საკუთარ საქმიანობას და უმთავრესი მათთვის არის მოსწავლე და მისი ინტერესები.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რომ არასტანდარტულ პირობებში შეძლეს მორგებოდნენ რთულ სიტუაციას და განახორციელეს მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობები.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი ყურადღება დაუთმონ შვილების აღზრდას, იმეგობრონ მათთან. პირად მაგალითზე ასწავლონ პატიოსნება, კაცთმოყვარეობა, ერთგულება და კეთილშობილება; აქტიურად იყვნენ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და პედაგოგებთან ერთად იბრძოლონ შვილების ბედნიერი მომავლისთვის.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ჩვენი ქვეყნისა და ბავშვების მომავალზე, სკოლისა და პედაგოგის როლზე აქტიური, განათლებული მოქალაქის აღზრდაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება