სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რატომ არის აუცილებელი თანამედროვე ტექნოლოგიის ფლობა“ - ვახტანგისის N2 სკოლის დირექტორი ესმა მოსიაშვილი
25-02-2021
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ესმა მოსიაშვილი ბილც - ინტერვიუში აღნიშნავს, რა უკვირს და რა უხარია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან, რა დაანახა პანდემიამ და როგორ იყო 2020 წელი.

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- რამდენად აუცილებელია ერთიანობა, რამდენად მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება რთული სიტუაციებიდან თავის დასაღწევად. ასევე, დაგვაფიქრა ისეთ საკითხებზე რაზეც აქამდე არ გვიფიქრია და დაგვანახა, რომ სითბო, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა არის  მთავარი ფასეულობა ადამიანთა ურთიერთობაში.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რატომ არის უცილებელი თანამედროვე ტექნოლოგიის ფლობა და როგორ შეიძლება ერთიანი ძალისხმევით გავუმკლავდეთ სირთულეებს. 

- 2020 წელს დავახასიათებდი... 

- როგორც რთული გამოწვევების წელიწადს, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რამდენად კარგად შეუძლიათ სირთულეებთან გამკლავება, ურთირთთანამშრომლობა და სიახლეების მიმღებლობა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- როგორ გაგებით მოეკიდნენ არსებულ გამოწვევებს და  რამდენად სწორად შეაფასეს არსებული ვითარება

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში,  მეტი დრო გაატარონ შვილებთან, იზრუნონ მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რა გამოწვევების წინაშე დავდგებით პანდემიის დასრულების შემდეგ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება