სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა ერთმანეთისადმი ზრუნვის აუცილებლობა“ - ფატიმა სიორიძე, ოზურგეთის N2 სკოლის დირექტორი
25-02-2021
-
+


„კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა ერთმანეთისადმი ზრუნვის აუცილებლობა“, - აღნიშნული განცხადება ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ფატიმა სიორიძემ etaloni.ge-სთვის მიცემილ ბლიც-ინტერვიუში გააკეთა.

მისი შეფასებით, გასული წელი „დიდი გამოწვევების“ წელი იყო, თუმცა მოსწავლეებმა შექმნილ ვითარებას „სწრაფად აუღეს ალღო“.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა ერთმანეთისადმი ზრუნვის აუცილებლობა; საკუთარი თავისადმი დაკვირვება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სიფრთხილე, მორიდებულობა, ზღვარი ურთიერთობაში...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა ჩვენი მუშაობის უკეთ წარმართვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ჩვენი მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. საგაკვეთილო პროცესის გადანაწილება, მორგებული ცხრილის შედგენა, ჰიბრიდული სწავლის სპეციფიკის დაუფლება...

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ეს იყო დიდი გამოწვევების წელი, როგორც სასწავლო პროცესისადმი, ასევე, პირადი ცხოვრებისადმი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნება დაკისრებული მოვალეობისადმი... ერთმანეთის დახმარება, კულტურული თანამშრომლობა, შედეგზე გასვლითი აქტივობების გაზიარება-სწავლება....

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს, რა სწრაფად აუღეს ალღო არსებულ გამოწვევებს; ჯანდაცვის რეგულაციების უპირობო დაცვა.. საინტერესოა, ასევე, ერთმანეთისადმი დისტანციური დამოკიდებულება სკოლაში, სკოლის გარეთ და ოჯახში.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი მაღალ პასუხისმგებლობას და არა სიზარმაცეს, უსაფუძვლო შიშსა და ჭორებზე დამყარებულ, არაარგუმენტირებულ ზერელე დამოკიდებულებას სასკოლო ცხოვრებისადმი, თუმცა ძალიან დიდ სიხარულს გამოვხატავ იმ მიმართულებით, რომ საკმაოდ გაიზარდა მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ერთობლივი ჩართულობა სასწავლო პროცესში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როდის დასტაბილურდება სიტუაცია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება