სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოს მასწავლებლებიდან აცრა პირველ რიგში, 5 016 პედაგოგს შეეხება - ვაქცინაცია ექიმების შემდეგ, ასაკოვან ადამიანებს უწევთ
18-02-2021
-
+


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უახლოეს მომავალში შემოვა. მიუხედავად იმისა, რომ აცრასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები ფიქსირდება, არსებობს მთავრობის დადგენილება, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს.

პირველ ყოვლისა, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალზე გავრცელდება, ხოლო შემდეგ, 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებზე, რომლებიც ისევ და ისევ, ასაკიდან გამომდინარე, რისკ-ჯგუფში არიან.

Etaloni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, რამდენი მოქმედი მასწავლებელია საქართველოში 65 და უფროსი ასაკის. ოფიციალური მონაცემებით: კერძო სკოლაში ასეთი 491 პედაგოგი გახლავთ, საჯაროში კი - 4 525, რაც იმას ნიშნავს, რომ მედპერსონალის შემდეგ, პირველ რიგში, ასაკობრივი რისკებიდან გამომდინარე, საქართველოში 5 016 პედაგოგს მოუწევს კორონავირუსზე აცრა.

ასეთია რიგითობის პრინციპი, თუმცა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და კორონავირუსზე აცრას ვერავინ ვერავის დააძალებს.  ასე, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტული ჯგუფები ასეთი თანმიმდევრობით ლაგდება, თუმცა გაიკეთებთ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. 

იხილეთ ასევე:

პედაგოგები, რომლებსაც კოვიდზე აცრა არ მოუწევთ - ვის არ შეეხება ვაქცინაცია?

პედაგოგთა რომელი კატეგორია აიცრება პირველ რიგში? - მასწავლებლების ვაქცინაციის შესახებ ამირან გამყრელიძის განმარტება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ბავშვებზე გამოცდიან


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება