სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგთა რომელი კატეგორია აიცრება პირველ რიგში? - მასწავლებლების ვაქცინაციის შესახებ ამირან გამყრელიძის განმარტება
09-02-2021
-
+


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვაქცინაციის პრიორიტეტული ჯგუფების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მასწავლებლებს შორის, პირველ რიგში, ასაკოვანი პედაგოგები აიცრებიან.  

„ჩვენი პრიორიტეტიზაცია ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და თითქმის ყველა განვითარებული ევროპული ქვეყნის რეკომენდაციებს, სადაც თითქმის ყველგან უპირველესად იცრებიან სწორედ ჯანდაცვის მუშაკები, შემდეგ, უმრავლეს ქვეყნებში, ეს არის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. რა თქმა უნდა, მასწავლებლებიც გარკვეულად მოწყვლადი ფენაა, რომლებიც აიცრებიან იმ პრიორიტეტიზაციის შემდეგ და ეს არის გეგმაში გაწერილი - ე.წ. სპეციალური ჯგუფები - ეს გახლავთ მასწავლებლები, პოლიცია, ისინი, ვინც წინა ხაზზე არიან და რომლებიც, რა თქმა უნდა, აიცრებიან. იგივე მასწავლებლები, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, 65-წელზე ზემოთ ვინც არის, ისინი არიან უფრო წინა ჯგუფში, ვიდრე ვთქვათ ახალგაზრდა მასწავლებლები, რადგან მოგეხსენებათ, ვაქცინაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, გარდა იმისა, რომ ინფექციის გავრცელების შეკავება მოახდინოს, ამავე დროს, დავიცვათ ყველაზე უფრო მოწყვლადი, ანუ ხანდაზმული მოსახლეობა ფატალური გართულებებისაგან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ სკოლების შესახებაც ისაუბრა და მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი: 

„ყველანაირი ლიბერალიზაცია შეზღუდვების, მომატებული რისკია ინფექციის გავრცელების. ჩვენ ვართ სტაბილიზაციის გზაზე. სკოლებში პროტოკოლი არსებობს. ასევე, მასწავლებლები პერიოდულ ტესტირებას გადიან, სკოლაში პედაგოგებისა და პერსონალისთვის აუცილებელია პირბადე, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ პირბადე სავალდებულო იყოს მოსწავლეებისთვის, მხუთე კლასიდან. ჩვენ დათქმა გავაკეთეთ, რომ მეხუთე კლასიდან ზემოთ სავალდებულო იყოს, მეხუთე კლასის ქვემოთ რეკომენდირებული და მშობელმა გადაწყვიტოს“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება