| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლები უკვე იღებენ გაზრდილ ხელფასს, გარდა ამისა, განათლების სამინისტრომ შექმნა სპეციალური პროგრამა, რომელშიც მასწავლებლის მიერ დისტანციურად ჩატარებული დამატებითი საათები დაითვლება და ანაზღაურება - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, მასწავლებლის ხელფასების ზრდა შესაბამისი ბრძანებით უკვე მოწესრიგებულია, იცით, რომ ყველა მასწავლებელმა დანამატის სახით მიიღეს 100 ლარი იანვრიდან. სამინისტრო მუშაობს მათ პროფესიულ განვითარებაზე. გარდა ამისა, (დასწრებითი სწავლებისას ონლაინ გაკვეთილების ჩატარება) ეს არის ნამდვილად, დამატებითი შრომა მასწავლებლებისთვის და განათლების სამინისტრომ გაითვალისწინა და სპეციალური პროგრამა შექმნა იმისთვის, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც ამ სერვისის ფარგლებში დამატებით გაკვეთილებს ჩაატარებენ, რა თქმა უნდა დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ თითოეული ჩატარებული გაკვეთილის საფუძველზე“, - განაცხადა დგებუაძემ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას