| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატზე განათლების სამინისტრო სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. თუმცა კონკრეტული ვარიანტების დასახელებისგან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე, ამ ეტაპზე თავს იკავებს.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების დაგეგმვის პროცესი, რა თქმა უნდა, უკვე დაწყებულია და ამაზე ვსაუბრობთ. 2020 წლის ზაფხულის პერიოდში ჩვენ ჩავატარეთ იმ აუდიტორიებში, იმ სივრცეში, სადაც თითოეული აბიტურიენტი მივიდა და გამოცდა ადგილზე ჩააბარა. ეს პროცესები ისევ მიმდინარეობს, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, ის რისკები, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს, ეს რისკები ითვლება. ახლა, მე ძალიან გამიჭირდება, ცოტა ადრეა იმ სიახლეების დაანონსება და იმ პროცესის, რა პროცესიც მიმდინარეობს და რა სიახლეებს შევთავაზებთ ჩვენს აბიტურიენტებს.
ვარიანტები არის სხვადასხვანაირი, ამიტომ კონკრეტულ ვარიანტს არ დავასახელებ, იმიტომ, რომ სხვა ვარიანტები ასევე განხილვის პროცესშია და მოგვიანებით ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...