სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მართლაც საოცნებოა “ - მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი გვანცა დანელია
01-02-2021
-
+


გაგაცნობთ გვანცა დანელიას, რომელიც KIU-ს მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტია. ამჟამად თანატოლებთან ერთად უნივერსიტეტის შიდა პროექტშია  ჩართული, რომელიც KIU-ს განვითარების მიზნით ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. სტუდენტების უმეტესობის მსგავსად, გვანცამაც წარადგინა საკუთარი იდეები და იმედი აქვს, რომ მოწონებას დაიმსახურებს.

ოქროს მედალოსანმა გოგონამ სკოლა (№169-ე) თბილისში დაამთავრა. საკლასო მეცადინეობების პარალელურად, უამრავ ოლიმპიადაში, საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტში იყო ჩართული. მისი ინტერესის სფერო მრავალფეროვანია, გატაცებულია ეკოლოგიით, ჭადრაკით, ბოტანიკით, კინოხელოვნებით, სპორტით. პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი სხვებისგან გამოარჩევს, თავდაუზოგავი შრომის უნარი კი ეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში.  

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარებას მისი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილებად მიიჩნევს. მოსწონს საგანმანათლებლო პროგრამები, აღფრთოვანებულია უცხოელი და ქართველი პროფესორებით, დაწესებული შეღავათებით, მიდგომებით, KIU-ს ტექნიკური ბაზითა და ინფრასტრუქტურით. 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება ჩემს ცხოვრებაში მიღებული საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მე ვსარგებლობ, როგორც აკადემიური, ისე სოციალური სახის დაფინანსებებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც თავის დროზე ამ უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე, სწორედ რომ, KIU  სტუდენტური გრანტების ფონდის არსებობაა.

KIU ბევრ რამეში დამეხმარა, პირველ რიგში ჩემი სოციალური უნარების განვითარებაში. აქ შევიძინე საერთო ინტერესებისა და მიზნების მქონე უამრავი მეგობარი, ვისწავლე გუნდური მუშაობა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მართლაც რომ, საოცნებო უნივერსიტეტია“, - გვანცა დანელია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა(KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. პირველ წელს 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი 245-მა ახალგაზრდამ გადალახა.

KIU  ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება