სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

8 მოსწავლე სკოლიდან მერიის საპირფარეშოების დასასუფთავებლად წაიყვანეს - ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
01-02-2021
-
+


ჩხოროწყუს მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საპირფარეშო დაასუფთავეს. 8 მოსწავლე სკოლიდან მერიაში 26 იანვარს, სამშაბათს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ წაიყვანეს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას თქმით, აღნიშნულის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა და ყველა ვისაც ფაქტთან შეხება აქვს, უმკაცრესად დაისჯება.

„თვითნებობას ჰქონდა ადგილი და ეს არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი, რომელსაც გამართლება არ აქვს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის თანამშრომელი, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად ჰქონდა შეხება აღნიშნულ ფაქტთან. სკოლის მოსწავლეები იყვნენ ამ პროცესში ჩართული და ყოფილ დასუფთავების თანამშრომელს ჰყავდა გადმოყვანილი ისინი“,- განაცხადა დავით გოგუამ.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლია ჯალაღონიას განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია შეცდომაში შევიდა და „დასუფთავების აქციაში“ მოსწავლეების მონაწილეობაზე ნებართვა გასცა.

„ეს ქალბატონი მივიდა, თავი წარუდგინა და განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქციას ატარებდა, რომელშიც სხვადასხვა სკოლები იღებდნენ მონაწილეობას. სკოლაში იფიქრეს, რომ ჩვეულებრივი დასუფთავების აქცია იყო, ბავშვები სუფთა ჰაერზე იქნებოდნენ, ხელთათმანებს მისცემდნენ და ა.შ. არავის ეგონა, რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი. ჩვენ დაუყოვნებლივ სამინისტროს ვაცნობეთ და რადგან დანაშაულის ნიშნები დაინახეს, საქმეს პოლიცია იძიებს. ჩვენ შევწყვიტეთ ამის გამოკვლევა. შევხვდით ბავშვებს და ბოდიში მოვუხადეთ მშობლებს“, - განაცხადა რესურსცენტრის უფროსმა ლია ჯალაღონიამ.

პოლიცია მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აწარმოებს, რაც იძულებას გულისხმობს. კოდექსის თანახმად, იძულება, რომელიც ჩადენილია დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

გუნდის ინსტრუქტორია ნოღოხაშის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ნატა გელიტაშვილი

 

სკოლის დირექცია ულოცავს თინათინს წარმატებას, უსურვებს მომავალშიც არაერთ გამარჯვებასა და მნიშვნელოვან მიღწევებს
 

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება