სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები ორნაირ ტესტს ჩააბარებენ - გახარიას ბრძანება
01-02-2021
-
+


1 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა, სკოლები ყველგან გაიხსნა და სწავლა საკლასო ოთახებში გრძელდება. თუმცა უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, მასწავლებლები და სკოლაში დასაქმებული თითოეული პირი ვალდებულია, კოვიდზე ტესტი ჩააბაროს.

ამის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში - „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ბრძანების თანახმად, მხოლოდ მასწავლებლებმა კი არა, სკოლაში მომუშავე პერსონალმა სრულად, ყოველ 14 დღეში ერთხელ უნდა ჩააბაროს ტესტი კორონავირუსზე - ამას, მათ კანონი ავალდებულებს, თუმცა ახალი ბრძანებით ირკვევა, რომ  20% PCR ტესტს ჩააბარებს, 80% კი - სწრაფ ტესტს ანტიგენზე.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით)“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს  პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

ასევე დაგაინტერესებთ:

სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია უნდა მოხდეს, მინიმუმ 20%-ის ტესტირება სავალდებულოა - სად უნდა დარეგისტრირდეთ?


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება