სიახლეები
სიახლეები

რა დროს არ აწარმოებს მასწავლებელი საკლასო ჟურნალს - ბოლო დეტალები, რაც პედაგოგებმა რედაქტირების ვადის ამოწურვამდე უნდა იცოდეთ
15-01-2021
-
+


ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა მასწავლებლებს დღეს ღამის 12 საათამდე შეუძლიათ. მონაცემების შეყვანის ვადის გახანგრძლივება კი აღარ იგეგმება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აწვდის - როგორ უნდა მოიქცენენ თუ წლის განმავლობაში პედაგოგს საერთოდ არ უსარგებლია ელექტრობული ჟურნალით, ვერ ასწრებს მის შევსებას, განსხვავებულია ელექტრობულ და მატერიალურ ჟურნალში არსებული მონაცემები.

„როგორც ცნობილია, ჟურნალის წარმოების წესის მიხედვით, ყველა საჯარო სკოლას 2020-2021 სასწავლო წლიდან ჰქონდა ვალდებულება, დაეწყო ელექტრონული ჟურნალის წარმოება როგორც დისტანციური სწავლების პერიოდში, ისე - დასწრებით სწავლებისას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს არ ჰქონდა შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა, დასწრებით სწავლების პერიოდში ყოველდღიურად აგრძელებდა ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანდნენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოეყენებინათ საჯარო სკოლის რესურსი(კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი). შესაბამისად, 2020-2021 სასწავლო წელს დაშვებულია ჟურნალის (მატერიალური სახით) წარმოების შესაძლებლობაც.

ჟურნალის წარმოების წესის თანახმად, ელექტრონულ ჟურნალსა და ჟურნალში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ჟურნალში (მატერიალური სახით) არსებულ ჩანაწერს.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დარეგულირების მიზნით დადგენილი შეზღუდვების, ელექტრონული ჟურნალის პლატფორმის დანერგვის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზებისა და იმ მასწავლებელთა ინტერესების გათვალისწინებით, ვისაც შესაძლოა, არ ჰქონოდა წვდომა კომპიუტერულ მოწყობილობებსა ან ინტერნეტთან, 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში ელექტრონული ჟურნალის წარმოებასთან დაკავშირებით მიღებული გამოცდილების საფუძველზე, აუცილებელია დაზუსტდეს შემდეგი:

თუ მასწავლებელი 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისიდან ყოველდღიურად აწარმოებდა ელექტრონულ ჟურნალს, ყველა მოსწავლის დასწრების აღრიცხვა, განმსაზღვრელი შეფასება და სემესტრული ნიშანი არის სწორად ასახული, მასწავლებელი არ არის ვალდებული აწარმოოს ჟურნალი (მატერიალური სახით).

თუ იგი მაინც აწარმოებდა მატერიალური სახით, გაითვალისწინეთ, რომ ელექტრონულ ჟურნალსა და ჟურნალში არსებულ მონაცემებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება საკლასო(მატერიალურ) ჟურნალს;

თუ მასწავლებელი ყოველდღიურად აწარმოებდა ელექტრონულ ჟურნალს, თუმცა ყველა მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასება ან სემესტრული ნიშანი არ არის სწორად ასახული (მის მიერ შევსების პროცესში დაშვებული შეცდომის ან პროგრამული ხარვეზის გამო) და აღნიშნული მონაცემები, მიუხედავად კორექტირებისა, არ შეიცვლება16 იანვარს10:00 საათამდე.

მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, მასწავლებლებს ვთხოვთ, მოსწავლის მიერ პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებები და/ან სემესტრული შეფასება გადაიტანონ ჟურნალში (მატერიალური სახის). ამ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, უპირატესობა მიენიჭება მატერიალურ ჟურნალს. ამასთან, ცდომილების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ხარვეზის შესახებ აუცილებლად აცნობოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რათა ერთობლივად განხორციელდეს არსებული პრობლემის/ხარვეზის იდენტიფიცირება და გათვალისწინებული იქნეს მომავალი სასწავლო წლის სემესტრიდან;

თუ მასწავლებელს მთელი სემესტრის განმავლობაში არ უწარმოებია ელექტრონული ჟურნალი და ვერ ასწრებს 15 იანვრის ჩათვლით მის წარმოებას, მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, ჟურნალში (მატერიალური სახის) სრულყოფილად უნდა აისახოს ინფორმაცია პირველ სემესტრში მოსწავლეთა დასწრების და განმსაზღვრელი შეფასებების შესახებ. ამ შემთხვევაშიც, უპირატესობა მიენიჭება საკლასო ჟურნალში ასახულ ინფორმაციას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული არ ათავისუფლებს მასწავლებლებს 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან ელექტრონული ჟურნალის წარმოებისაგან.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ყველა მასწავლებელს მადლობას უხდის ელექტრონული ჟურნალის საპილოტე პროექტში ჩართვისთვის. ყველა ის ტექნიკური, თუ შინაარსობრივი პრობლემა/ ხარვეზი, რომელიც გამოსწორდა ან აუცილებლად გამოსწორდება სწორედ ერთობლივი და თავდაუზოგავი შრომის შედეგია“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება