სიახლეები
ეტალონი

2021 წლის სურვილები და მილოცვები „ეტალონის“ დასკვნითი ღონისძიების მუნიციპალიტეტებისგან - გაგრძელება
05-01-2021
-
+


დადგა ნანატრი 2021, რომელსაც ყველა იმედიანად ხვდება. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის დასკვნითი ღონისძიების მონაწილეების სკოლების დირექტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები სრულიად საქართველოს ულოცავენ ახალ წელს და მათი მთავარი სურვილი - პანდემიისგან გათავისუფლებაა.

მაშ ასე, 2021 წლის შემობრძანებას გვილოცავენ:  

ქრისტინე ზედგენიძე, ახალციხის N2 საჯარო სკოლის, ახალციხის ეტალონი მოსწავლე: გილოცავთ ახალ წელს! მინდა, 2021 წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს, კორონავირუსი დაგვემარცხებინოს და ყველა ერთად დავბრუნებოდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ხათუნა ხმალაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: დამდეგ 2021წელს ვულოცავ ყველას! გისურვებთ 2021 წელი ყოფილიყოს განათლების, განვითარებისა და სიკეთის წელი! „ეტალონსაც“ ვულოცავ - თქვენი წვლილი მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში მნიშვნელოვანია! მრავალჯერ გაგეხარებინოთ ჩვენი მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების გული!

ელენე არსენაშვილი, არაშენდის საჯარო სკოლის, გურჯაანის „ეტალონი“ მოსწავლე: გილოცავთ ახალ წელს. მინდა, 2021 წელი ფეხბედნიერი იყოს, დაგვემარცხებინოს ეს საშინელი ვირუსი და კვლავ დაგვიბრუნდეს ერთმანეთთან ურთიერთობის ბედნიერება

მარინე ბოხუა, არაშენდის საჯარო სკოლის დირექტორი: პირველ ყოვლისა, 2021 წელს ვისურვებდი სასწავლო პროცესის განახლებას საკლასო ოთახებში; გავთავისუფლდეთ ყველანაირი ვირუსებისგან და დაგვიბრუნდეს ის სილაღე, რაც პანდემიამდე გვქონდა. გილოცავთ ყველას!

დალი მინდიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: ჩვენს თანამოქალაქეებს, მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, ვულოცავ ახალ წელს,, ვუსურვებ მშვიდობას, შრომისმოყვარეობას, კეთილგონიერებას; ერთმანეთის თანადგომით ჩვენ შეგვიძლია ბევრი დაბრკოლების გადალახვა და ეს უკვე დამტკიცდა. რაც შეეხება „ეტალონს“ - დიდ საქმეს აკეთებთ, ზრდით ბავშვების მოტივაციას სწავლისადმი, მშობლებიც მეტად ინტერესდებიან საკუთარი შვილების სწავლით, მოსწავლეებს საკუთრ შესაძლებლობებში დარწმუნების საშუალებას აძლევთ და გისურვებთ, ასე გაგრძელდეს!

ელენა პერტოსიანი, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის, ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე: მინდა, 2021 იყოს ბედნიერების, ჯანმრთელობის მომტანი წელი და რაც მთავარია, ყველაფერი ცუდი, რაც 2020 წელს ახლდა, მოგვშორდეს თავიდან.

თამარ ოძელაშვილი, ახალქალაქის საჯარო სკოლის დირექტორი: ალბათ, ვერ ვიქნები ორიგინალური საახალწლო სურვილებში - ვისურვებდი, კორონავირუსი მალე დაგვემარცხებინოს და დავბრუნებოდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ჩვენ უფროსები, როგორმე გავუძლებთ, მათთვის კი სილაღე, თანატოლებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს ერთი სურვილი მაქვს საახალწლოდ.

თერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: 2021 წელს, ყველას, პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ. ასევე მინდა, გაგრძელდეს პანდემიის გამო ყველა შეჩერებული პროექტი; „ეტალონსაც“ ვულოცავ ახალ წელს, ეს შემოქმედებითი ჯგუფი კი არა, ერთი დიდი ოჯახია, რომელსაც ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ!

მარიამ გელაშვილი, ყვიბისის საჯარო სკოლის, ბორჯომის ეტალონი მოსწავლე: გილოცავთ ახალ წელს და ვისურვებ, ფეხბედნიერი, ჯანმრთელობის მომტანი ყოფილიყოს იგი, რათა არაფერმა შეუშალოს ხელი განათლებული მომავალი თაობების აღზრდას.

ლალი ხაჩიძე, ყვიბისის საჯარო სკოლის დირექტორი: 2021 წელს სრულიად საქართველოს ვუსურვებ პანდემიისგან გათავისუფლებას; ვნატრობ, მოსწავლეებს კვლავ ჰქონოდეთ ცოცხალი გარემო, დაბრუნდებოდნენ საკლასო ოთახებს, იყვნენ ჯანმრთელები და წარმატებულები

იზოლდა ლომიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ მიხარია, კვლავ გრძელდება ჩვენი და „ეტალონის“ მეგობრობა. ესაა პროექტი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. მინდა, გისურვოთ წარმატებები; ასევე ყველა ბავშვს ვუსურვებ განვითარებას, წინსვლას, სილაღეს. 2021 წელს მინდა ვიხილო აჟრიამულებული სკოლა, საკლასო ოთახი, ეზო... და ვფიქრობ, 2021 წელი ნამდვილად წარმატებული იქნება!

ეთერ პაპავა, ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი: გილოცავთ ყველას 2021 წელს და ვისურვებდი ყველა გამოწვევა 2020-ში დაგვეტოვებინოს. ძალიან მწყდება გული, რადგან პირველად მოხდა ისე, რომ მე ჩემს მოსწავლეებს ახალი წელი საკლასო ოთახში არ მივულოცე, ამიტომ მინდა, 2021-ში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს; ჩემს საქართველოს ვუსურვებ გამთლიანებას, მოსწავლეებს - წინსვლას; დაგვემარცხებინოს ვირუსი და მინდა, მალე ჩვენი ბავშვების გაბრწყინებულ სახეებს ვხედავდე.

მარინა ვეფხვაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: სრულიად საქართველოს ვულოცავ 2021 წელს მინდა ამ წელს ყველა პრობლემა თუ გამოწვევა გადაგველახოს და ვირუსი დაგვემარცხებინოს.

მაგდა ცინცაძე, აკეთის საჯარო სკოლის, ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე: გილოცავთ ყველას 2021-ს, რომელიც მინდა სურვილების ასრულების, სიახლეების, პანდემიის დამარცხებისა და სიკეთის წელი იყოს.

ერემი ტოროტაძე, აკეთის საჯარო სკოლის დირექტორი: ახალ, 2021 წელს ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, წინსვლას, დასახული მიზნების მიღწევას. 2020 ყველასთვის რთული იყო და მინდა, ახალი წლიდან ეს სირთულეები აღარ იყოს. რა თქმა უნდა, ვულოცავ „ეტალონს“ და გისურვებთ წარმატებებს.

ნინო ჩიტაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: ყველას მოგილოცავთ 2021 წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, რომელიც N1 პრიორიტეტი გახდა ჩვენთვის. კორონავირუსმა ბევრი რამ სხვაგვარად დაგვანახა, რაღაცები გადავაფასეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ კიდეც.

თამარ ჯაფარიძე, მესტიის N1 საჯარო სკოლის, მესტიის „ეტალონი“ მოსწავლე: სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ 2021 წელს, გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას და კორონას დამარცხებას.

N1 ნანა რატიანი, მესტიის საჯარო სკოლის დირექტორი: გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და გამძლეობას, განსაკუთრებით ექიმებს, რომლებიც ასე გმირულად იბრძვიან თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა „ეტალონს“ გაწეული შრომისთვის, გილოცავთ მთელ შემოქმედებით ჯგუფს და გისურვებთ წინსვლას.

დარეჯან ნიგურიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: გილოცავთ 2021 წელს. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას, წინსვლას, განათლების ხარისხის ამაღლებას. „ეტალონს“ კი დიდხანს შემოქმედებით სიცოცხლეს ვუსურვებ.

ხატია არაბული, ახმეტის N2 საჯარო სკოლის, ახმეტის „ეტალონი“ მოსწავლე: მინდა მოგილოცოთ 2021 წელი და გისურვებთ წარმატებებს, ჯანმრთელობას წინსვლას. რაც მთავარია 2021-ში დაგვემარცხებინოს კორონავირუსი და დავბრუნდებოდეთ ჩვეულ ცხოვრებას.

ეკატერინე პატარკაციშვილი, ახმეტის N2 საჯარო სოლის დირექტორი: მიხარია, რომ 2020 წელი ჩვენი სკოლისთვის წარმატებული იყო, მიუხედავად ყველა სირთულისა თუ წინააღმდეგობისა, მაინც ჩატარდა „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება, გვყავს გამარჯვებული და ვისურვებდი, ჩვენი მოსწავლეები მუდამ წარმატებულები ყოფილიყვნენ. მინდა, 2021 წელს დავამარცხოთ ეს ვერაგი ვირუსი, დავუბრუნდეთ საკლასო ოთახებს და სკოლაში კვლავ ისმოდეს ბავშვების ჟრიამული.

მერი ჭიაბერაშვილი, გიორგიწმინიდის საჯარო სკოლის დირექტორი: 2021 წელს ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და პანდემიისგან გათავისუფლებას, მინდა, ის გამოწვევები, რაც ონლაინ-სწვალებას ახლდა, წარსულში დაგვეტოვებინოს, კვლავ დავბრუნებოდეთ საკლასო ოთახებს და ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, ხარისხიანი განათლება მიიღონ.

მანანა ცუცქირიძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: 2021 წელს გისურვებთ ჯანმრთელობას, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეს უმთავრესი საკითხია. მინდა აღარ იყოს პანდემია 2021 წელს... მინდა აჟრიამულებული სკოლა, ლაღი ურთიერთობები... მინდა, ჩვენს შვილებს ჰქონდეთ თბილი, ნათელი დღეები.

ლუკა გვარამაძე, თელავის N7 საჯარო სოლის, თელავის ეტალონი მოსწავლე: ყველას ვულოცავ 2021 წელს და ვისურვებდი, მალე დასრულდეს კორონავირუსის პანდემია!

მაია სილაგაძე, თელავის N7 საჯარო სკოლის დირექტორი: „ეტალონს“, ჩემს მოსწავლეებს და სრულიად საქართველოს ვულოცავ 2021 წელს,. გისურვებთ წარმატებებს და რა თქმა უნდა, საკლასო ოთახებში აღდგენილ სასწავლო პროცესს, რათა რაც შეიძლება მეტი წარმატებული მოსწავლე გვყავდეს.

ლევან მრელაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: მთელ საქართველოს ვულოცავ ახალ 2021 წელს, ვუსურვებ წარმატებას, ბედნიერებას მშვიდობას... სურვილი უამრავია. მინდა მალე გაევლოს ამ უბედურებას, რასაც კორონავირუსი ჰქვია და ჩვენც მალე დავბრუნებოდეთ ჩვეულ ცხოვრებას.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები
6 პირობა, რომელიც საბავშვო ბაღებმა სამოქმედო გეგმის შედგენისას უნდა დააკმაყოფილონ
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით აღსავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა, თავიანთი ხელებით შექმნეს მისალოცი ბარათები, ემოციური წერილები დაწერეს და საჩუქრად პედაგოგებს გადასცეს
წარმოდგენა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადა, მოსწავლეთა ემოციურმა და გულწრფელმა სიტყვებმა
სკოლა ამაყია მოსწავლის მიღწევით, მას წინსვლასა და წარმატებას უსურვებს
პროექტი ეხება მოსახლეობაში საგანგებო სიტუაციებისა და პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება