| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს.
მე-3 კლასელებმა, პედაგოგ ეკატერინე არუსიას ხელმძღვანელობით, ფერების, ემოციებისა და შემოქმედების დღესასწაული მოაწყვეს და „შემოდგომის სიმფონია“ წარმოადგინეს.
ღონისძიებამ არაერთი საზეიმო ნომერი გააერთიანა, მოსწავლეება ხოტბა შეასხეს წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს და ზღაპრული სანახაობა წარმოადგინეს.
„გუშინ შემოდგომის განწყობა მთელი გულით გაგვიზიარეს მესამე კლასელებმა (მასწავლებელი ეკატერინე არუსია). საკლასო ოთახში შემოდგომის სურნელი და ფერები იგრძნობოდა, ოთახს ამშვენებდა საკუთარი ეზოებიდან მოტანილი ხილის მრავალფერვნება, კედლებზე და თაროებზე გამოფენილი იყო მათი წარმოსახვით შესრულებული საშემოდგომო პეიზაჟები, დიორამები, მათი ხელით ხელით შექმნილი წიგნები, აპლიკაციები, სახალისო და ორიგინალური ჩურჩხელის რეკლამებით, საზეიმო განწყობა სიმღერებითა და ცეკვებით აამაღლეს.
მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს. მადლობა ეკა მასწავლებელს , მესამეკლასელებთან ერთად მონაწილე ერთადერთ მეორე კლასელს ელენე უღრელიძეს და მის მასწავლებელს თამილა ხელიძეს, მუსიკალური გაფორმებისთვის კი მუსიკის მასწავლებელს ნანა ჭელიძეს . მრავალი ბედნიერი შემოდგომა გეზეიმოთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგთა შემოქმედებითი მიდგომები.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ცნობილია, რომელი საგნის გამოცდაზე გადის ყველაზე მეტი მასწავლებელი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას