სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2021 წელს ყველაზე იღბლიანია ერთი ნიშანი, ორს კი პრობლემები ელის - პროგნოზი წლებისა და თვეების ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
31-12-2020
-
+


2021 მოდის, რაც ჯამში 5-ს გვაძლევს, 5 არის გამარჯვების პლანეტა იუპიტერის რიცხვი.  მომავალი წელი უფრო სტაბილური და კარგი იქნება. ხუთიანს პატივი მიაგეთ: ავიღეთ 5 ცალი სანთელი, კარგი იქნება თეთრი ფერის ან ვერცხლისფერი. ახალი წლის დაწყებამდე, 15 წუთით ადრე ძველი გაისტუმრეთ, მადლიერება გამოხატეთ მის მიმართ. 12 საათი რომ გახდება, სანთელს 5 სურვილი ჩაუთქვით, რაც გინდათ, რომ მომავალ წელს მოხდეს.

მას შემდეგ რაც ახალ წელს შეეგებებით, მნიშვნნელოვანია იცოდეთ რა გელით 2021 წელს, რაში გაგიმართლებთ და რას უნდა გაუფრთხილდეთ. გაგაცნობთ აღმოსავლური და დასავლური ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. 

ვის რა ელის? - აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ხარის წელში დაბადებული ადამიანი 2021 წელს მთავარი წარმატებული ადამიანი იქნება. შრომისუნარიანობა, რაციონალური აზროვნება, პრაგმატულობა, დისციპლინა, ორგანიზებულობა - ამ დამახასიათებელ ნიშნებს ყველაზე კარად შეასრულებენ ამ წელში დაბადებულები და წარმატებაც თქვენს მხარეს იქნება. 

2021 წელს წარმატება ელის მამლის, გველის და ტახის წელშიც დაბადებულ ადამიანებსაც.  

კატის წელში დაბადებული მომავალ წელს წარმატებულია თუ სულსწრაფი არ იქნება.

თხის წელში დაბადებულებმა უნდა დათმონ ფანტაზიები, პრაგმატულობას მოუხმეთ და მიწაზე დაეშვით.

2021 წელში ორი პრობლემური ნიშანია - ესენია ძაღლის და ვეფხვის დაბადებულები. უნდა იყოთ წინდახედულები, აგრესიულობა შეამციროთ.

დრაკონისთვის კარგია პროფესიული წინსვლისთვის.

დანარჩენი ნიშნებისთვის სტაბილური და მეტ-ნაკლებად წარმატებული წელია.

პროგნოზი დასავლური ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ყველაზე წარმატებული იქნება მერწყული. ყველა სფეროში იღბალი თქვენს მხარესაა, საუკეთესო თვისებებს გამოავლენთ. ნუ იქნებით ხისტები საოჯახო ურთიერთობებში, დიპლომატიურად მიუდეგით ახლობლებს.

წარმატებული ნიშანია მშვილდოსანი. ყველას კუთხით გექნებათ შანსი მიაღწიოთ წარმატებას, ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობა.

თხის რქა - თქვენ ხარის მსგავსი თვისებები გაქვთ და კარგი წელი გელით. კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საუკეთესო დროა. ტაქტი გჭირდებათ სასიყვარულო ურთიერთობებში და შვილებთან.

ვერძი გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს, კარიერულად მაღალ დონეზე ახვალთ, განვითარებისთვის კარგი წელია. კაპიტალდაბანდებებს ერიდეთ.

სასწორი - თქვენი დიპლომატიით და ინტუიციით, საინტერესო კონტაქტებს დაამყარებთ. სპონსორებიც შეიძლება იპოვოთ. პირადი და საქმიანი კუთხით კარგი წელია.

ქალწული - დისციპლინირებული, შეუპოვარი, პრაგმატული ხართ, ხარს გავხართ ბევრი თვისებით, ამიტომ მის წელში წარმატება გელით. მატერიალური,სასიყვარულო და საქმიანი კუთხით, კარგი წელი გაქვთ.

ლომი - წინა წლისგან განსხვავებით, 2021 წელი კარგი იქნება. კარგ ურთიერთობებს დაამყარებთ ყველასთან. თუმცა სიფრთხილე გმართებთ, ავანტურ ადამიანები მოინდომებთ თქვენთან ახლოს ყოფნას, ამიტომ მოიშორეთ ისინი.

ტყუპებს ეს წელიწადი გაცილებით უკეთესი ექნებათ, ვიდრე წინა წელი. იდეების რეალიზებასაც მოახდენთ, მრავალფეროვან კონტაქტებს დაამყარებთ. ამ კუთხით საუკეთესო წელია. 24 ივნისისთვის იყავით ყურადღებით, ხელი არ მოაწეროთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, შეიძლება ჭორებმაც მოიმატოს ამ პერიოდში.

მორიელისთვის სტაბილური წელია. საოჯახო ურთიერთობებისთვის, მატერიალური მდგომარეობისთვის კარგი დროა. სიფრთხილე გმართებთ საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობებში, სიხისტე და სარკაზმი საპასუხო რეაქციებს გამოიწვევს.

კურო - 24 ივნისამდე მოერიდეთ ფულის ხარჯვას, სარისკო საფინანსო მოქმედებები იკრძალება და მეგობრული ღალატის ალბათობა დიდია. ამ პერიოდის შემდეგ კარიერული წინსვლისთვის კარგი დროა.

კირჩხიბებს კარგი წელი აქვთ. დამშვიდდებით, დალაგდებით და მოემზადებით 2022 წლისთვის, რომელიც კიდევ უფრო უკეთესი იქნება თქვენთვის. ამ წელსაც კარგი შანსები გაქვთ.

თევზები მოსამზადებელ პერიოდში გადადის, თქვენც საუკეთესო 2022 წელი გელით. ახლა რეპეტიციის პერიოდია და მაის-ივნისში გამოიკვეთება სად შეიძლება მიაღწიოთ წარმატება. შეიძლება ლატარია მოიგოთ, წლის ბოლოს კარგ მატერიალურ დივიდენდებიც შეიძლება მიიღო.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება