TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ითვლება სემესტრული შეფასება და მოსწავლის დასწრება - ინფორმაცია პედაგოგებისთვის ელექტრონული ჟურნალის შესახებ
29-12-2020
-
+


2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დასასრულს მიუახლოვდა და ყველაზე აქტუალურია ნიშნის გამოყვანის საკითხი. როგორც იცით, წელს პირველად, მასწავლებლები ელექტრონულ ჟურნალს იყენებენ. შესაბამისად, ხარვეზებიც არცთუ ისე იშვიათად იკვეთება. სწორედ ამიტომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ პედაგოგებისთვის ელექტრონული ჟურნალში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ინსტრუქცია გამოაქვეყნა. 

გთავაზობთ მოსწავლის დასწრებისა და სემესტრული შეფასების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას: 

მოსწავლის დასწრების ასახვა

მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე დასწრების ასახვა შესაძლებელია მთელი სემესტრის განმავლობაში.

1.      იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლესთან უკვე დაწერილია „არა“ შესაძლებელია მისი შეცვლა (გარდა შემაჯამებელ წერად გადაკეთებული გაკვეთილისა, რომელზეც უკვე ჩანიშნულია აღდგენა)

2.      იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს დაწერილი აქვს რომელიმე ტიპის შეფასება, ვერ მოხდება მისთვის „არას“ დაწერა. იმისათვის, რომ ასეთ მოსწავლეს დაუწეროთ „არა“ საჭიროა იმ გაკვეთილზე მიღებული ყველა შეფასების წაშლა.

3. იმ შემთხვევაში, თუ შემაჯამებელი წერის გაკვეთილზე მოსწავლეს უწერია „არა“, აუცილებელია შემაჯამებელი წერის აღდგენის ჩანიშვნა.

მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე დასწრების პროცენტული მაჩვენებლის დათვლა მოხდება ავტომატურად, სემესტრის დასრულებისთავანვე.

სემესტრული შეფასების დათვლა

სემესტრული შეფასების გადათვლა ხდება ავტომატურად ყოველ ღამე. შესაბამისად თქვენ მიერ დღის განმავლობაში შეყვანილი ნიშნების მიხედვით საშუალო ქულა განახლდება მეორე დილისთვის.

ასევე იხილეთ: 

ელექტრონულ ჟურნალში რედაქტირების გაკეთება შესაძლებელია - ინსტრუქცია






კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება