სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ტრენინგების ჩატარების უფლება 9 ორგანიზაციამ მოიპოვა
27-12-2020
-
+


საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის განკუთვნილი ტრენინგების ჩატერების უფლება 9 ორგანიზაციამ მიიღო, მათ შორისაა მასწავლებლის სახლი, უნივერსიტეტები და  კერძო ტრენინგ ცენტრები.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N68/ნ ბრძანებით დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მე-2 მუხლის დ. პუნქტის თანახმად ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი იქნებიან საჯარო სამართის იურიდიული პირი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც მოპოვებული აქვთ აღნიშნული მოდულის ჩატარების უფლება", - აღნიშნულია ბრძანებაში.

ორგანიზაციებმა და მათ მიერ წარმოდგენილმა კანდიდატებმა ტრენინგ-მოდულის მიწოდების უფლება მოიპოვეს კონკურსისა და ტრენერთა ტრენინგის წარმატებით გავლის შედეგად.

კონკურსის შედეგად მოხდა ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი იმ პირების შერჩევა, რომლებიც აკმაყოფილებდნენ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მე-3 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი - ნინო ლაბარტყავა, თამარ საღინაძე;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ხათუნა დოლიძე, ნინო ცინცაძე, თამარ ბაქრაძე, თამთა კუხალეიშვილი, ნინო ჯიჯავაძე, თამარ უჩანეიშვილი, ცირა ბარქაია, ნინო გულიაშვილი, თამარ შკუბულიანი, ნათია კუხალეიშვილი, ლია ქურციკიძე, ხათუნა მეტრეველი, მაკა ფალავანდიშვილი, მანანა ხუციშვილი;

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ნანა მაკარაძე, ნანი მამულაძე, მარინე გურგენიძე, მარეხ მგელაძე, მარიანა გოგოლიშვილი;

ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი -  იაგორ ბალანჩივაძე, მაკა აბულაძე, ნატო ქობულაძე, იმერი ბასილაძე;

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელწიფო უნივერსიტეტი - შორენა ძამუკაშვილი, ია ჩირაქიშვილი;

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი -  ირმა ქურდაძე;

„მწვანე ალუბალი“ -  თამარ ბაქრაძე, ნინო ჯიჯავაძე, ხათუნა მეტრეველი;

„კივიტას გეორგიკა“ - თამარ ბაქრაძე, ნინო ჯიჯავაძე;

„საქართველოს პორტიჯის ასოციაცია“ - ხათუნა დოლიძე, ნინო ცინცაძე, თამარ ბაქრაძე, თამთა კუხალეიშვილი, ნინო ჯიჯავაძე, თამარ უჩანეიშვილი, ცირა ბარქაია, ნინო გულიაშვილი, თამარ შკუბულიანი,  ნათია კუხალეიშვილი, ლია ქურციკიძე, ხათუნა მეტრეველი, მაკა ფალავანდიშვილი, მანანა ხუციშვილი.

აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობა სხვადასხვა ტრენერებს მიეცათ. მათ შორის გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე ტრენერთა ნაწილი ერთდროულად სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობენ აღსანიშნავია, რომ ტრენერთა ჯგუფი ერთი და იგივეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საქართველოს პორტიჯის ასოციაცია“ ორგანიზაციაში.

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენერების უმეტესობა ქალია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში ორი კაცი ტრენერი იქნება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება