| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიხსნა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.
გახარიას თქმით, სამთავრობო პროგრამა 4 საკვანძო ნაწილისგან შედგება. 1 - ეკონომიკური განვითარება; 2 - სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვა; 3 - საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; 4 - სახელმწიფო მმართველობა.
პრემიერობის კანდიდატის თქმით, განათლების მიმართულება სოციალური პოლიტიკისა და ადამიანური კაპიტალის მართვის კომპონენტში გაერთიანდა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, განათლების რეფორმა მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური კაპიტალის მართვის თვალსაზრისით.
„სამთავრობო პროგრამის მეორე ნაწილი გახლავთ სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვა. შემთხვევითი არ არის რომ ეს ორიო მიმართულება გავაერთიანეთ. მოგეხსენებათ ეს არის ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და განათლება.
როდესაც ჩვენ განათლებას ვეხებით და ადამიანური კაპიტალის მართვაზე ვსაუბრობთ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია საკუთარი შრომით ღირსეულად არჩინოს ოჯახი და განვითარდეს თავად. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას თანაბარი კონკურენტული პირობები და ეს არის სახელმწიფოს უაღრესად მნიშვნელოვანი ვალდებულება და ეს ვალდებულება იწყება რა თქმა უნდა განათლების უფლებით. ამიტომ განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური კაპიტალის მართვის თვალასაზრისით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა