TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზაკის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი როზა მკრტჩიანი განათლების მიღების შემდეგ ჯავახეთს დაუბრუნდა და ცდილობს შეძენილი ცოდნა რეგიონს მოახმაროს
23-12-2020
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე როზა მკრტჩიანი მშობლიურ სკოლაში მასწავლებლად დაბრუნდა.

როზა მკრტჩიანი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ჯავახეთს დაუბრუნდა და ცდილობს მას მოახმაროს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება.

ახალგაზრდა მასწავლებელმა ზაკის საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო და პროფესიული წინსვლაც მაშინვე დაისახა მიზნად.

ვინაიდან როზას დიპლომში უკვე ეწერა პროფესია მასწავლებელი, არსებული წესის მიხედვით წინსვლისთვის მხოლოდ საგნორივი გამოცდაში მაქსიმალური 10 ქულის მიღება სჭირდებოდა, რაც უპრობლემოდ შეძლო.

გამოცდის ჩაბარების შემდეგ როზამ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

როზა სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის. მოსწავლეებში საგნისადმი ინტერესის და სწავლის სურვილის გასაღვივებლად ის საკუთარ თავზეც ძალიან ბევრს მუშაობს: არჩევს საინტერესო აქტივობებს, ამზადებს სასწავლო რესურსებს. დაინტერესებულია სახელმწიფო ენის საფუძვლიანი შესწავლით, გაიარა ჟვანიას სკოლის ქართული ენისკურსები, მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში და ესწრება ტრენინგებს.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში როზა წარმატებით უძღვება დისტანციურ სწავლებას. ზაკის საჯარო სკოლა ულოცავს როზა მკრტჩიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება